ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2010


თერმომეტრი

სისხამი დილაა,
თერთმეტი ლურჯ ფორმიანი
ერთ ხაზზე დგას კედელთან.
ერთ-ერთი მათგანი,
მისთვის უცხოურ ენაზე
ღიღინებს სიმღერას.
ჩემო მეგობრებო,
ეს სიმღერა,
ბუდაპეშტის მახლობლად
აფეთქებულ ისტორიულ ძეგლზეა,
მაგრამ არც ისე დამაჯერებლად სევდიანი.
კედლის მიღმა ბავშვების სიცილ-კისკისი,
ოფლისა და შიშის სუნს
სამსართულიანი სახლის სახურავზე კვეთს
და ფორთოხალივით ყვითლდება.
(არაბეთში,
ვინმე სულაი იბნ იერდერ მოჰამედი
ღრმად წაუღია ფიქრს მთაში უპატრონოდ
გაშვებულ ცხვრებზე.
თვითონ კი ზის ახლა სკოლაში
და დრო და დრო უსმენს თავხედ, უსუსურ მოწაფეებს.)
აი, ეროვნული მარკის მანქანაც გაჩერდა.
სამხედრო მისალმება თერთმეტიდან სულ ყველას
აკრთობს და ეძინებათ.
ბრძანება გაცემულია,
ახლა რიგითი ჯარისკაცი ხელს ზევით აწევს
და დაშვების თანავე თერთმეტივეს ერთდროეულად დახვრეტენ.
მაგრამ მე დარწმუნებული ვარ!
ამ თერთმეტიდან ერთი,
ზუსტად კი მარჯვნიდან მეოთხე,
სიკვდილის წინ აუცილებლად გაიფიქრებს:
რომ ადამიანს,
ვერც რელიგიური,
ვერც ფიზიკური და სულიერი სითბო ვერ გაათბობს ისე,
როგორც მზე.
ამიტომ გაუმარჯოს მზეს,
ამ უზარმაზარ და ატომურ ნათურას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები