ნაწარმოებები



ავტორი: სოფო ბაჩილავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 დეკემბერი, 2010


დროზერა

დღეს ახალ კაბას შევიკერავ.
არა ისეთს თქვენ რომ მოელით,
არამედ ნამდვილს.
არც თეთრს, არც წითელს, არც შავს.
მითუმეტეს არც ყვითელს.
ფსიქოლოგები დაასკვნიან-არაა გიჟი.
მეკი ვამბობ რომ,
სულაც არ ვარ ყვითელგულა თეთრი გვირილა,
არც რომელიმე სხვა ყვავილი, თქვენ რომ შეჰხარით.

მე დროზერა ვარ.
(მწვანე ფერის წითელი გულით)
არ შეგეშინდეთ!
ყოველ დილით საკუთარ თავს ვჭამ.
და პროგნოზებით უკვე მალე გამოვილევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები