ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

დილიდან ზამთრამდე

მარსელი, ძველ პორტთან დავსახლდი, სიჩუმე მე თვითონ მბეზრდება;
დილიდან  თავნებობდა ოკეანე და მერე, ბედს დანებდა;
შუადღე - ჩამოცხა, ვისვენებ ნაპირზე ჩაძირულ ხომალდთან;
საღამო-ჭრიალებს კარი და ვსაუბრობ ნიავის გამებთან;

ზაფხული-მეთევზემ შეღებულ საყელოს თვალიც კი დაადგა;
ნესტია, აცივდა... თვე არის, სხვა ფერი გადაჰკრავთ გემბანებს;
გათოვდა, თეთრია სიჩუმეს ჩვეული, მოლურჯო დარაბა;
აპრილი-ლოდინი გამოთბა, კვირტები დასკდომას ბედავენ;

იწყება თავიდან... გიყვები თუ როგორ მბეზრდება სიჩუმე,
მარტო ვარ, ყოველდღე ვხატავ და  გადამაქვს  ტკივილი დილამდე;
შუადღე- ცა ისე ლურჯია, რომ დაუფიქრებლად ვიჩუქე;
ღამდება- დავხურე კარი  და სხეული საწოლზე მივაგდე;

ვერ ვთბები, წვიმებმა არ მკითხეს, რანდევუ გადადეს  ზამთრამდე;
შობაა,  მხრებზე მაქვს პლედი და წინდები ჰკიდია კედლებზე
და ვიდრე მე ნებას დავრთავდე გაზაფხულს ხასიათს ზაფრავდეს...
ზაფხული-ვბრაზდები, თავისას არ იშლის  ისევ ის მეთევზე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები