ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2010


უსათაურო

რა ვქნა თუ სევდამ გადაავსო სულის ზარდახშა,
ხელს ჩავიქნევ და დასველებულ ქუჩას გავყვები,
როგორმე იქნებ გავივაკო, ფიქრი გადავხსნა,
როგორმე იქნებ მოვაღწიო შენს კარიბჭემდე,
მიმოვიფანტო ყვავილებად, რომ შენ ამკრიფო,
მერე კი..
მერე
აღარ ვდარდობ, თუ კი მომაკვდავს
თაიგულებად შეკრულ სიტყვებს გულზე დამიწყობ
და ყელსაბამად ამიკინძავ უთქმელ იმედებს.
----------------------------------------------------------------
(წაიკითხავ და...
ვიცი იტყვი,
ეს ლექსს არ გავსო...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები