ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
17 დეკემბერი, 2010


45 000 ევრო

  ჩემი პალატის ფანჯრიდან მანქანების ბაზრობა ჩანს. იქ უთვალავი მანქანაა: პატარები,დიდები,თეთრები,შავები... უთვალავი მყიდველი ირევა და მე მათი საუბარიც მესმის:
  -მაა, ეს "ჯიპი" რომ არ მიყიდო, მოვკვდები! ნახე როგორ ბრწყინავს!
  -ანა,მე ხომ ერთი თვეც არ არის, რაც ახალი მანქანა გიყიდე...
  -ხო,მაგრამ,მააა... შეხედე! მინდააა! - ჭირვეულობს წითელსარაფნიანი გოგონა - მოვკვდები,მააა! - ხმას იწვრილებს და უზარმაზარი ბეჭდით დამშვენებული თითებით ყელს იწევს, ვედრების ნიშნად... - მაა, სულ რაღაც 45 000 ევრო ღირს. ამისთვის უნდა აწყენინო შენს ნებიერას?!
  -"45 000 ევრო"... - ვიმეორებ და გადაპარსულ  თავზე ვისვამ ხელს ნერვიულად.
  -გატუტუცებული ბავშვი! - ამბობს სიბრაზემორეული ხმით მამაჩემი, რომელიც აქამდე არც შემინიშნავს -უზრდელობა "სჭირს" ამ გოგონას -ისევ ბრაზიანად ამატებს და მის ლოყაზე ცრემლის წვეთს ვხედავ...

                                                          <<<>>>

  მას უზრდელობა "სჭირს", მე - ლეიკემია.
  მას 45 000 ევრო სჭირდება, რომ საოცნებო მანქანა იყიდოს... მეც ზუსტად ამდენი მჭირდება, ოღონდ მე მანქანაზე არ ვოცნებობ... მე სიცოცხლე მინდა!

                                                          <<<>>>

  -კარგი,ანა, გიყიდი. შენ ხომ ვერაფერს გაგაგებინებს ადამიანი!
  -მაა, მიყვარხარ!

                                                          <<<>>>

  მისი ოცნება ასრულდა, ჩემი კი...
  -მაა, მიყვარხარ! ნუ ტირი, გთხოვ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები