ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
17 დეკემბერი, 2010


ბავშვებს ნუ წაუკითხავთ

ეშმაკუნა კატუნამ
თავი მოიკატუნა:

–დავიღალე მტრობითა,
თაგუნების დევნითა,
მშვიდად მინდა რომ ვიცხოვრო
დღეიდან!

მოწმედ მომყავს ულვაში,
გაწკიპული, სულ გრძელი,
ბუნებით კი როგორი ვარ?–
სულგრძელი!

დღეს სუფრას ვშლი ას თაგვზე,
შერიგება აღვნიშნოთ,
ძველი მტრობა მუდამ მტრობას
არ ნიშნავს!

გაბედულად მობრძანდით,
შიშით ნუ იკუნტებით,
გაიცანით, აი, ჩემი
კნუტები!

პ.ს.
იმედია, პატარებს
ამ ლექსს არ წაუკითხავთ...
კატის სახლში რაღა მოხდა
ნუ მკითხავთ!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები