ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 დეკემბერი, 2010


ცარიელი უჯრები

  როგორ მინდა , ჩემთან იყო უღრან ტყეში მდგარ პატარა ქოხში. ბუხარში შეშა ტკაცუნებდეს, ჩვენ კი იქვე გაფენილ დათვის ტყავზე ვისხდეთ... ისე ახლოს იყო ჩემთან, შენი სუნთქვა მიღიტინებდეს ცხვირში...ფანჯრებს მიღმა დეკემბერსგამოპარული ფანტელები ფარფატებდნენ დაუდევრად... წყნარი მუსიკა იყოს ჩართული... თუმცა... არა! მუსიკა შენ აზრებს გიფანტავს...
  ხელში კალამი გეჭიროს და, ფიქრის შემდეგ, გახარებული სახით ყვიროდე: "ევრიკაააა!" მერე კი... მერე ერთმანეთს აღარ ვაცლიდეთ ოთხი დარჩენილი უჯრის შევსებას კროსვორდში...
  როგორ ვერ ვიტან ცარიელ უჯრებს!
  p.s. მიპასუხეთ ვინმემ: რა ჰქვია იაპონურ არაყს???

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები