ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

ჩემი წინაპრის თვალებო...

(ეძღვნება ორ  შესანიშნავ ქართველ ვაჟკაცს - ნოდარ თეთრაშვილსა და ვასილ(ვასკა) კოტორაშვილს)

ვაი, სად აღარ გეძებეთ,
ჩემი წინაპრის თვალებო,
აი, სად შემომანათეთ,
ნაომარ, ნასევდარებო!
რა მოუხდება თქვენს მხარ-ბეჭს
ჯაჭვის პერანგის კრიალი!
პირს ოფლის დენა ცვარებად,
მაჯას ფრანგულის ტრიალი!
რომელ ფრესკიდან გადმოგყვათ
ეგ მზერა შუქად ნაფენი,
წმინდა გიორგის ლახტივით
უძლეველი და ნათელი?
გიცქერთ და მეამაყებით,
ნისლს გავატანე ნაღველი,
შუბლზე ჯერ ისევ გატყვიათ
მტრის მოქნეული ნახმლევი!
ყორანმა როგორ გიკორტნათ
უხედნი კვიცის მკერდები?
სამშობლოს ღრუბლად გექცევით,
წყლულებზე მტლად დაგედებით.
კიდევ ბევრ  ჯვარცმას აიტანს
თქვენი მოზვერა ქედები,
მაგ მხრებმა ზიდეს ქართული
მითები და ლეგენდები!
სანამ გულები ქართულად
გიცემთ, რა უნდა ვიდარდო?
თქვენი კაცობის იმედით
საფლავშიც ჩავალ მშვიდადო!
არ ათელინოთ მამული
ცვედანს, ასწავლეთ რიდია,
ღვთისმშობლის კალთა  დაგიცავთ,
უფლის განგება დიდია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები