ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
1 იანვარი, 2011


ჩემი პირველი სიყვარული

  გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? ქვედა ტუჩზე მომიღიტინე თბილად შეფუთნულს... შევიჭმუხნე და ცხვირიც აგიბზუე, ვინ არის მეთქი ეს თავხედი...
  გახსოვს მამიკოს მოტანილი წითელი ფრანი რომ წამართვი? რატომ მატირე? გეთხოვა... განა არ მოგცემდი? მეორე დღეს მამიკომ ახალი წითელი ფრანი მომიტანა და გარეთ აღარ გავიტანე, ოთახში ვთამაშობდი იმის შიშით, რომ ისევ არ წაგერთმია... ფანჯრიდან რომ განახებდი ფრანს და ენას გიყოფდი, გახსოვს?
  ცოტა რომ წამოვიზარდე, ქუდს მართმევდი, მე კი მოგსდევდი და გეხვეწებოდი დამიბრუნე მეთქი.
  შენი კულულები მიყვარსო - დუდუნებდი ენის მოჩლექით და თმას მიჩეჩავდი.
  შენ ჩემში ყოველთვის ბავშვს ხედავდი, მე კი შემიყვარდი...
  მიყვარს მეთქი ვიძახდი და... არავის უკვირდა - ერთნაირი გადარეულები ხართო...
  ერთხელ მოგატყუე პაემანზე მივდივარ მეთქი, შენ კი საგანგებოდ გაკეთებული ვარცხნილობა გამიფუჭე და  ქვიშა შემომაყარე სახეზე. თავიდან გავბრაზდი, მერე კი მესიამოვნა შენი ეჭვიანობა...
  ამ დილით დედას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და მკერდიც გამოვწიე შენ რომ ჩაგიარე, მინდოდა ჩემში ქალი დაგენახა. შენ კი ჩაიხითხითე, ენა მომიჩლიქე და თმაც ბავშვივით ამიჩეჩე... 
  რატოოოოომ????
  მე ბავშვი არ ვაააააარ!!! მე ქალი ვარ - ქარზე უიმედოდ შეყვარებული ქალი :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები