ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2011


რამ დაგაღონა?...

ნეტავი, რამ დაგაღონა,
ჩემო კეთილო მამაო,
ცრემლო, ობლობით  ნადუღო,
თავს როგორ ვეღარ მალავო?
ბევრი ვთქვი, ბევრი ვიფიქრე,
ბევრსაც აქ, გულში ვფარავო,
ნათქვამს  გაიგებს  გამგონი,
რაცა ვთქვი, ისიც კმარაო!
გაცვდა სიცოცხლის ველობა,
გახუნებულა შანაო,
მზეც დაწრეტილა, წასულა,
ჩაეფარება ჩქარაო!
მეც ნელა გავალ ამ სოფლით,
მეტი არ არის ჩარაო,
წინ წავიმძღვარებ საკარგყმოს,
ლაშარმა დაიბარაო!
ჩემი წყალ-ჭალის ცრემლები
სევდად  გამყვება თანაო,
დედა ჩამიკრავს უბეში,
დამატკბობს მისი ნანაო,
ასეთი მადლიანია
ქართული მიწის ძალაო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები