ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2011


ჩუმად

ჩაღეჭე ქარისგან აფრიალებული ნებისმიერი ფოთოლი.
მათ თავისუფლების გემო აქვთ.
მე გეუბნები- ლაპარაკობენ თითები.
შენი, ან ჩემი, ან ორივესი ერთად.

მე გეუბნები,ყოველდღე,(ფეხშიშველი)ერთსა და იმავე დროს...
ერთი და იგივე სვიტერით გააღე კარი,
შეიძლება  იქ მე ვიდგე.

არ ვაკაკუნებ არასდროს.
ჩვევაა ერთგვარი.

მე გეუბნები- გამოაღე ფანჯარა
და ვუყუროთ დახოცილ პეპლებს.

მე გეუბნები- ლაპარაკობენ თითები.
შენი, ან ჩემი, ან ორივესი ერთად.


ყველაზე მოკლე ღამეა,როდესაც ვფიქრობ.

მე გეუბნები....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები