ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: იანგული
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 იანვარი, 2011


* * *

-რა შენი საქმეა? ვერ გავიგე!
-ნუ მიყვირი, სახლამდე მივიდეთ და მერე მეყოლე კარგად! აქ ხო არ დავრჩები.
-შენ, გოგო, ნუ მიტლიკინებ ენას! თუ არ გინდივარ გზა ფართოა!
  მანქანა მიქრის, გველივით იკლაკნება გზა მინის მიღმა. ლამაზი პეიზაჟები იშლება, მაგრამ ეს სულაც არ ამშვიდებს წყვილს. ასე არასოდეს უჩხუბიათ. ორივე სერიოზულად ფიქრობს სამუდამოდ დაცილდნენ ერთმანეთს.
-საერთოდ როგორ შემგხედე ნეტავ!
-აუ ეს როგორ მოდის ტო...
  შემხვედრმა ფურგუნმა მარჯვნივ მოუხვია და მოცურდა, ოცი მეტრიც და გაქრება ბევრი სივოვხლე. გოგო მუხრუჭების ხმამ გამოაფხიზლა. წყვილის მანქანამ  კუდი მოიქნია, მარცხენა ბილიკზე გადავიდა. იქედან მეორე შემხვედრი მანქანა მოქრის. ბიჭი გაზის პედალს დააწვა, გასწორდა მანქანა, ახლა მარჯვნივ მოუხვია. შემხვედრმა მძღოლმაც იმარჯვა და აცდნენ ერთმანეთს. წყვილის მანქანა მოცურდა და პირუკუ დადგა გზაზე.
-მოვკლავ მე ამის... -ბიჭი მანქნიდან გადმოხტა.
  გოგონა მანქანაში იჯდა თავჩახრილი და მომხდარს იხსენებდა. ფურგუნის მძღოლმა მოწყვიტა მანქანა და გაუჩინარდა. ბიჭი ჩქარი ნაბიჯით მობრუნდა, მანქანაში ჩაჯდა და გაკიდება დააპირა.
-გეხვეწები არა!
  გოგოს გამოხედა, მის თვალებში შიში და სიხარული ერთმანეთს შერეოდნენ. იგივე ამოიკითხა გოგომაც ბიჭის თვალებში, თუმცა ამ ორ გრძნობას მის თვალებში ბრაზი ჭარბობდა. წარბები შეეყარა, მძიმედ და ღრმად სუნთქავდა.
-მიყვარხარ! - თქვა ბიჭმა და თვალი აარიდა.
-მოკლეა ცხოვრება და ამას მხოლოდ ასეთ მომენტებში ვგრძნობთ. მეც მიყვარხარ, თან ძალიან...

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები