ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2011


  ჩამოტვირთვა

ღმერთო, დაიბადე

ბნელა ღმერთო,
სანამ შევჩვევივართ ამ სიბნელეს -
დაიბადე!
ხელებს ვერ ვგრძნობ,
თითქმის რეფლექსები შემისუსტდა,
გვიანდება.
ღმერთო, დაიბადე,
რომ აღარ ვიმრუშო,
აღარ მოვკლა, არ ვიპარო.
თორემ დედამიწა ყირავდება.
იშვი ღმერთო!
ბნელა და არ არსებობს სამართალი;
ახლა ჩვენ გთხოვთ:
”ელი ელი ლამა საბაქთანი?”
ღმერთო ბნელა,
ყველა ქვა-ღორღს ფეხი წამოვკარი;
სული მტკივა,
ძვლამდე ატანს ყველა შეცოდება;
გაჩნდი...
მერე ვარსკვლავს გამოვყვებით ბეთლემისკენ;
რომ არ დაიბადო, ღმერთო, ჩალის ზეცა გველოდება -
ჩვენი მოქსოვილი, მზეს რომ ავაფარეთ უშენობით.

იქნებ არ ბნელა და ბრმა ვარ -ბარტიმეოსი,
მიშველე ღმერთო, დაიბადე და თვალთ ამიხილე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს