ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
2 მაისი, 2013


ფარვანა (ასი სიტყვა)

  დეკემბერსგამოქცეულ ფარვანას ჩემი გაყინული ოთახი თბილი ეჩვენა. მსუბუქად დაფარფატებს და ხარობს სიცოცხლით.
  მშურს მისი სიმსუბუქე და ფრთები.
  სევდისფერია ფარვანა. ნეტა რა სევდას ატარებს ციცქნა გულით?
  თავზე დამთამაშებს ფარვანულად და... ჩემს თმებში იხლართება. რა უსუსურია ამ დროს... უმწეოდ აფართხალებს ფრთებს და უფრო იხლართება. ვცდილობ, დავეხმარო და გაყინული თითებით გამომყავს თმიდან. ხელისგულზე ვისვამ.
  ხოხვას იწყებს და თან ნატკენ ფრთას მიათრევს...
  ვეღარ აფრინდა ფარვანა, დამძიმდა...
  ასეა ადამიანიც - როცა დაფრინავს, ვერ გრძნობს ცოდვების სიმძიმეს. ეშვება მიწაზე და...
  მეცოდება ფარვანა. ალბათ, როგორ ტანჯავს მტკივანი ფრთა...
  მე ყოველთვის მეშინოდა ტკივილის... სიკვიდილზე უფრო...
  და მთელი ძალით ვკრავ მუშტს. ვგრძნობ, როგორ მივსებს სითბოთი თითებშუა ნაპრალებს ფარვანას სიკვდილი...
  მას აღარ სტკივა. ის მკვდრია- ჩემს ხელისგულზე დასვენებული მკვდარი...
  ორნი ვართ ოთახში: სევდისფერი ფარვანა და მე-მისი ერთადერთი ჭირისუფალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები