ნაწარმოებები



ავტორი: სოფო ბაჩილავა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 იანვარი, 2011


ბავშვობა წეროვანში

ყოფილხართ წეროვანის დასახლებაში? რამდენიმე ათეულ რიგად ჩამწკრივებული ერთნაირი სახლები გიკარგავს ინდივიდუალურობის განცდას. არცერთი ხე, არცერთი მდინარე, არაფერი რაც მათ ძველ გარემოს მოაგონებთ. პირობითი ეზოები, სახლები, რომელბიც გრთგუნავს და ბავშვები, რომლებიც ბავშვობას კარგავენ. აი ასე დამამახსოვრდა წეროვანი.

წეროვანში დილით ჩავედით, საკმაოდ ციოდა, ხალხი სახლში იყო შეყუჟული მხოლოდ ერთი პატარა გოგონა მიდიოდა ჩქარი ნაბვიჯით, ლოყები და ცხვირი დასწითლებოდა, ხელში ყავის კოლოფი ეჭირა, სასწარფოდ მისკენ გავეშურე სახელი და წლოვანება ვკითხე, მერე ვთხოვე სახლში მივეყვანე მშობლებისგან ბავშვის ჩაწერის ნებართვა რომ ამეღო, სახლში კიდევ დამხვდა ორი პატარა, სწორედ იქ აღმოვჩნდი სადაც უნდა ვყოფილიავი.

-როგორ ერთობით ხოლმე წეროვანში?
ნანა ილურიძე 9წლის-ვთამაშობთ და ტელევიზორს ვუყურებთ.
-სხვა ბავშვები როგორ ერთობიან?
ნატა ილურიძე 7 წლის-სკოლაში დადიან და ასაფეთქებლებს აფეთქებებ.
-სხვა არის აქ რამე გასართობი?
-არა, მარტო ერთი პარკია ზევით, მე ჯერ არ ვყოფილვარ, შორსაა.


იდუმალი პარკი

წეროვანში არ არსებობს ქუჩები, აქ ხალხი თავის სახლებს რიგების მიხედვით აგნებს. მივდიოდი რიგებს შორის და  თავი საკონცენტარციო ბანაკში მეგონა. ვფიქრობდი აქაურ ბავშვებზე, რომლებიც შეიძლება დაკარგულ თაობად იქცნენ, ამ ფიქრებში გართულმა გზაზე მომავალი ორი გოგო დავინახე. თვალები ორივეს უბრწყინავდა. უმცროსს უფროსისთვის ხელი ჩაეკიდა და საუბრობდნენ. გოგოები დები აღმოჩნდნენ, რომელბიც თბილისიდან მომავალ ავტობუსზე ბებოს უნდა დახვედროდნენ. 
ხატია ბალიაშვილი აბიტურიენტია, მომავალი ექიმი.  მისი პატარა და-მარიამი კი მესამე კლასის მოსწავლე. გადავწყვიტე ხატიასთვისაც რამდენიმე კითხვა დამესვა, მასთან საუბარი საინტერესო გამოდგა. მთელი ამ ხნის მანძილზე იგი თვალს ადევნებდა უმცეროს დას, თითქოს მზად იყო დაეცვა ყველა განსაცდელისგან.
ბევრ სხვა თემასთან ერთად დასასვენებელ პარკებსაც შევეხეთ.

-დასასვენებელი პარკი გაქვთ?

ხატია ბალიაშვილი 17 წლის- პარკი არის აქ ზემოთ, კოტეჯების შემდეგ, ორი სკამი დგას სადაც ძირითადად წყვილები სხედან ხოლმე, დაჯდომის საშუალება არაა, პატარა  ადგილია შემოღობილი.

პარკის თემა სხვა რესპონდენტებტანაც აქტუალური იყო.

გვანცა ტატუნაშვილი 16 წლის -ერთი პარკია კოტეჯებს ზემოთ, რომელიც სოფელ წეროვანს ეკუთვნის, ჩვენთან არაა.
ლაშა ფსუტური 12 წლის -ორი პარკია, ერთი ჩვენ გვეკუთვნის მეორე სოფელ წეროვანს.
ნინო ყურაული 12 წლის -პარკი იყო ხოლმე მაგრამ ახლა აღარ არის. მინდა რომ გაიხსნას პარკები.

წეროვანში დაახლოებით სამ საათს ვიყავი, უამრავ ადამიანს ვესაუბრე, მაგრამ დაზუსტებით პარკის არსებობა არარსებობა ვერ დავადგინე, ვერც ვერავინ ვნახე ისეთი იქამდე რომ მივეყვანე, ერთი კია წეროვანის ერთფეროვანი დასახლება ხელისგულივით ჩანს და მასში პარკის არსებობას უცხო თვალი ადვილად შეამჩნევდა, თუმცა მსგავსი არაფერი დამინახავს.

ბევრისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს დასასვენებელ პაკის თემაზე ჩემი ამგვარი ჩაჟინება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ წეროვანში ხეები თითქმის არაა და ზაფხულში ისე ცხელა, რომ მოსახლეობა სახლებიდან ვერ გამოდის, მოზარდების ჯანსაღი განვითარებისთვის საჭიროა გამწვანება, შადრევნები, კარუსელები საქანელები და ადგილი სადაც ბავშვები დაისვენებენ.




3000 მოსახლე, 910 მოსწავლე და ერთი სტადიონი


ხატიასთან და მის დასთან საუბრის შემდეგ ერთ-ერთ რიგს შიგნიდან ავყევი. შორიდანვე დავინახე ბიჭი რომელიც სახლის წინ ბურთს აგორებდა, ზრდასრული კაცი კი კარებთან იდგა და მას უყურებდა. ახლოს მისულმა გავარკვიე რომ ლაშა და კახა ფსუტურები მამა-შვილი იყვნენ. ბატონმა კახამ დაეჭვებით შემომხედა, ბოლოს კი მაინც მომცა შვილთან საუბრის უფლება.
ლაშა სხვა წეროვანელი ბავშვებისგან განსხვავდებოდა, მან მითხრა რომ არაფერი აკლდათ და გასართობების ნაკლებობას არ განიცდიდა.
საუბრისას ხშირად უყურებდა მამას, თითქოს ამოწმებდა ხომ არაფერი ეშლებოდა.

-სკოლის შემდეგ როგორ ერთობი?

ლაშა ფსუტური 12 წლის- სახლში მოვდივარ და მერე სტადიონზე ვთამაშობ ხოლმე.

ლაშას პასუხის მოსმენის შემდეგ საუბარში მამამისიც ჩაერთო.

კახა ფსუტური 45 წლის (ლაშა ფსუტურის მამა)-ერთი პატარა სტადიონი აქვთ. ბავშვი ბევრია, არადა ეგ ერთი გასართობი აქვთ მეტი არაფერი, ახალგორში სამი სტადიონი ჰქონდათ..
მამა-შვილთან საუბრისას სახლიდან ბებო გამოვიდა აზრი მასაც ვკითხე.
მარიამ ფსუტური 65 წლის(ლაშა ფსუტურის ბებო)- ბავშვებს საკვები აკლიათ, შეზღუდუდულები არიან, დანაღვლიანებულები, სტადიონზე დადიან მარტო, ამათ გართობაზე თავს არავინ შეიწუხებს, რომ მოვიდნენ და რამე ნორმალური ჩაუტარონ, აჩვენონ, ან წაიყვანონ და ღირშესანიშნაობები დაათვალიერებინონ.

დამშიდობებისას ლაშამ თავისი სურვილი გამანდო მას ძალიან უნდა, რომ წეროვანში კინო თეატრი ხაიხსნას.

წეროვანში სტადიონი მართლაც ერთადერთი გასართობია სადაც ძირითადად ბიჭები იკრიბებიან. თუმცა რამდენად ჰყოფნის ათასამდე ბავშვს ერთი სტადიონი ეს სხვა თემაა.



ხის სახლი და ჩაკეტილი ჭიშკარი


წეროვანში საათნახევრის ჩასული ვიყავი, მაგრამ ბავშვებთან საუბარი ჯერ ვერ მომეხერხებინა. ქუჩები ცარიელი იყო, თავიდან ეს დილის სუსხის ბრალი მეგონა და ვფიქრობდი რომ შუადღისკენ ბავშვები გარეთ გამოიშლებოდნენ, მაგრამ შევცდი. ამიტომ გადავწყვიტე კარდაკარ მევლო. ჩემ სამიზნედ ის სახლები ავარჩე, საიდანაც ბავშვების ტანსაცმელი იყო გაფენილი. ერთ-ერთ მათგანს მივადექი და დავაკაკუნე, კარი ახალგაზრდა ლამაზმა ქალმა გამიღო, ჩემი მისვლის მიზეზის გარკვევის შემდეგ სახლში შემიპატიჟა. პროფესიით პედაგოგი გალინა ილურიძე ორი ბიჭის დედა აღმოჩნდა (14-16წლის). . ქალბატონი გალინას თქმით მისი შვილები ძირითად დროს სწავლას უთმობენ და გართობით კომპიუტერთან ერთობიან. მისგან შევიტყვე საბავშვო ეზოს არსებობაც.

-რითი შეიძლება გაერთოს ბავშვი წეროვანში?

გალინა ილურიძე პედაგოგი- დაბალი ასაკის ბავშვებისთვის არის საბავშვო ეზო, ხის სახლია, ხატვის და მხატრული კითხვის წრეები. ვისაც სურვილი აქვს დადიან, ჩემები უკვე დიდები არიან იქ სასიარულოდ.

ამ  ეზოს  ბავშვებიც ხშირად ახსენებდნენ, მაგრამ არცერთი მათგანი თვითონ არ დადიოდა იქ.  გასართობ ცენტრს “ჩვენი ეზო” ჰქვია ორი პატარა ხის სახლია  სადაც ერთდროულად მაქსიმუმ 20 ბავშვი დაეტევა, ჩემი მისვლის დროს კი (29 იანვარი ოთხშაბათი 1დან 3 საათამდე) ჭიშკარი დაკეტილი დამხვდა.



ზოგი ჭირი მარგებელია

ქალბატონი გალინას თქმნით გასულ წელს წეროვანის სკოლიდან 25 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ეს კი ალბათ იმის დამსაურებაა, რომ წეროვანში ბავშვები ვერაფრით ერთობიან და დღის ძირითად დროს სწავლას უთმობენ.მიუხედავად იმ წარმატებისა რასაც წეროვანელმა აბიტურიენტებმა მიაღწიეს  უნდა აღვნიშნოთ რომ ბავშვებს განათლების მიღების უფლებასთან ერთად ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენცია დასვენების და გართობის უფლებასაც აძლევს (მუხლი 31-ე) ამისთვის კი შესაფერისი გარემოა საჭირო. ამავე კონვენციის მეოთხე მუხლის თანახმად კი სახელმწიფო ყველაფერს უნდა აკეთებდეს ბავშვთა უფლებების დასაცავად. მითუფრო როცა ეს ბავშვები სტრესის ქვეშ იმყოფებიან.


ბავშვობადაკარგულნი

ბავშვთა უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მიხედვით “მსოფლის ყველა ქვეყანაში არიან ბავშვევბი, რომელბიც ცხოვრობენ განსაკუთრებით რთულ პირობებში და რომ ასეთი ბავშვები საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას”. წეროვანში კი უბრალო ყურადღების ნიშნებიც არ ჩანს, აქ ბავშვები ბავშვობას კარგავენ.














კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები