ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2011


ყრილი

შენს ფალაყებში
მზე ბოგინობს ვნებაღრეული
შუბლზე გეკვრება ნაცეცხლური ღრაჭა თითებით,
შენც, უცოდველი
უცებ ისე გადარეულხარ,
რომ ვნება მკერდზე პერანგივით შემოგრღვევია...
გამწყდარა სიმი-გაბნეულა მზერა უსასო
ჩამოღვარულა ცხელ ღაწვებზე სულის ნამცრევი,
ალბათ მოგწყინდა ფრთოგუნება,
გენება ფრფინვა,
მაგრამ ნაისრალ ხოხობივით თავქვე დაეშვი...
აღარ ცემს გული,
ძველებურად ვეღარ დუღს სისხლი,
სული ქცეულა დამსხვრეული ბროლის სარეცლად,
და სადღაც იქით,მზესთან ახლოს მარგალიტივით
ყაყაჩოებზე გათრთვილულა შენი სახება.
ყრილში ჩაშლილა ორთა შორის ნაბრძმედი ჯაჭვი,
უკვე ვეღარა მოაბრუნებს გაფრენილ ქარებს,
ჩვენს შორის სივრცეს დაემატა უფსკრულის სიგრძე
და ვგრძნობ ვერასდროს მიგიღებ და
კვლავ მიგიკარებ....
სადღაც ნამყოს და აწმყოს შორის დავრჩი შთენილი,
ვგრძნობ რა უგულოდ,გამეტებით დამეც დანები...
და ახლა ვხვდები,
არასოდეს დადგება ჟამი
როცა წყეული წარსულისთვის დამენანები!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები