ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკა ნეზვანოვა
ჟანრი: პროზა
26 აგვისტო, 2008


ვირტუალური მაკულატურა - ანუ ყურადღებას ნუ მომაქცევთ (,,სულელური წერილები

ისევ მარცხენა ხელის ძარღვები ამტკივდა

არ ვიცი მარცხენა ხელის ძარღვი საერთოდ რა შუაშია, მაგრამ მტკივდება ხოლმე ხანდახან და მაშინვე პატარა ჯადოსნურ ქალაქში ბევრი  ჩვენ ვართ, სხვადასხვა ზომის და სხვადასხვანაირები. შენ ხან დადებითი ზღაპრის გმირი ხარ, ხანაც უარყოფითი. თავიდან შუშისთვალებიანი ბოროტი ჯადოქარი ხარ და სიტყვობანას სულ მიგებ და მიგებ, და გავბრაზდიიი!! აღარ მინდა თამაში,
ხოდა ახლა ჩემი ამფითეატრი მინდა!  მაგრამ გზა აგვებნა და რა გვინდა ამ მშენებარე გვირაბში, თან აქ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია და ჩვენ ხომ უცხო პირები ვართ და ეეეეეეეეეეეე როგორ გიხარია წესებს რომ არღვევ, ნწ ნწ, პატარა!! და ეხლა გაყინული თვალები უბრალდ ბავშვივით გაშტერებული გაგიხდა და მერე სად იყო და სად არა ,,იის" ჩვენი ამფითეატრიც გამოჩნდა, თურმე იქ წამყვანიც შენ ხარ და გახარებული აცხადებ ,,ქალბატონებო და ბატონება, ახლა თქვენს წინაშე უმოწყალოდ დაიგუნდება ქალბატონი ნინიკო" და თოვლიიიიიიიიი
თან ამ დროს, სხვაგან, გაჩერებული ატრაქციონის მანქანებში ვსხედვართ და გარშემო სულ თოვლია, ზომითაც თითქოს უფრო პატარაბი ვართ და ტვინითაც ალბათ, იმიტომ რომ სულ ტყუილად ვიყინებით, ეგ მანქანები არასდროს ამუშავდება.
ეხლა, ამ ზღაპარში მატყუარად გადაიქეცი, მატყუებ ვითომ პატარა ხარ და თვალი დაგისივდა და ექიმთან მიდიხარ, უუხ ბოროტი ექიმი...
ცოტა ხნის მერე კიდე საიდანღაც მოსრიალებ, იმიტომ რომ გზაა გაყინული და ეს ფიქსატორი ისევ სახლში დაგრჩა და ბოლოს მაინც რა სასაცილოდ წაიქეციიიი, ეეხ რაც გიწერია...
მივხვდი მივხვდი, შენ მხოლოდ ერთი ფიქსატორი გაქვს და მე კიდე ისე სწრაფად დავდივარ ფიქსატორი თუ მომთოკავს და კოჭი რა თქმა უნდა უფრო მნიშვნელოვანია!
მერე მე ინანა ვარ და ქვესკნელში ჩავდივარ ძვირფასი სატრფოს გადასარჩენად და იქ ბოროტი ურჩხულები ნელნელა მართმევენ შვიდ სიცოცხლეს ტანსაცმელებთან ერთად და მე უნდა შევძლო, მაგრამ შენ ხომ ამდენი სისულის ატანა არ შეგიძლია, მე მაინც ამოვედი ქვესკნელიდან და მოვიყვანე გაზაფხული და თან სულ გავლურჯდი
და ახლა, უფრო ენერგიულად გიმტკიცებ, რომ ქათამი ნამდვილად თვითმყოფადი ფრინველია, პინგვინისგან განსხვავებით და ნეტა ვინ გადაწყვეტს პინგვინის წარმოშობის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს?!!! ალბათ ვეღარავინ
ეეხ და ის კლუბიც აღარასოდეს იარსებებს, ის ყველაზე მაგარი კლუბი, სადაც შენ მელოტი ვინსენტო და მე უცნაური მია ვიქნებოდით და ჩვენი მერილინ მონრო ის ფიცარივით  გამხდარ მიმტანი
მე ისევ ძალიან სწრაფად ვსეირნობ და ლოყებს ისევ ვბერავ როცა რამეზე უარს ვამბობ
და ისევ მაქვს შენთვის ბავშვის კრემი, თავის კანი რომ არ გაგიუხეშდეს
და წავედი, ,,პაკა"
დანარჩენი მარცხენა ხელის ძარღვების შემდეგი ატკივებისას გამახსენდება და თან აქ ეს ამბები არავის აინტერესებს და

ბოლია ბოლია
ძროხა ჭრელია
ხბო წითელია
შენ თქვი: მშიაო
მე თქვი: რომ არა გვაქვსო?
შენ თქვი მოვიპაროთოოო
და იმიტომაც ხარ ეგეთი მოკლე :D

დაბადების დღეს გილოცავ ვიიიიიიიიიიიინს

მორჩა მე ვქრები
მიდი ბარნო აინთე :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები