 | ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია 27 აგვისტო, 2008 |
ნახვამდის, არ მინდა ეგ მრუში ამბორი, სული გდევს სნეული, ლამაზო აიდე, გვირაბში ინათა, ეხლაა სამგორი, აქ უნდა დავშორდეთ, აქ უნდა ჩავიდე. აქ უნდა ჩავიდე, პოეტი ვიღაცა, წამიც და მე შენთვის წარსული ვიქნები; და ოდეს ორგიით ტანს გადაიქანცავ იქნებდა მოგძალდეს უბიწო ფიქრები. იხსენო ეს ღამე, ლოთური დუქანი, მაცდური კარტები და ბოშა მკითხავი, დამთვრალი ჰანგებით ჩავლილი უბანი, და ისაც, ტკბობაზე არა რად გითხარი. საზარად ჩაგწივლებს ოდესმე წარსული, სიბერით შერიყულს დამტვერილ ბინაზე, და ეხლა, შენ, სიძვის ლამაზი ასული, ფრთებს დაყრი აიდე მადონას წინაშე. დაგხვდება სამყარო ფერებით სნეულით, იმზევებს მზეები რაც შენთვის ბნელია, რომ გერქვას ქალი და მარტოდენ სხეულით, წყევლაა აიდე! ჯვარცმაზე ძნელია!... ეხლა კი მშვიდობით, უკვეა სამგორი, აქ უნდა დაგტოვო, მე უნდა ჩავიდე, სულგაყინულია ეგ თბილი ამბორი, რომ მატან ტკივილად ლამაზო აიდე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. და ისაც, ტკბობაზე არა რად გითხარი.
რამდენ რამეს ამბობს ეს სიტყვები თქვენზე... კარგი ლექსია და კარგი ადამიანი ხართ ლევან. სუფთა და ღრმა. და ისაც, ტკბობაზე არა რად გითხარი.
რამდენ რამეს ამბობს ეს სიტყვები თქვენზე... კარგი ლექსია და კარგი ადამიანი ხართ ლევან. სუფთა და ღრმა.
22. 5555555555555555 5555555555555555
20. სიმპატიური ლექსია. 5 სიმპატიური ლექსია. 5
19. ოდნავ გასამართია ოდნავ გასამართია
18. კარგი ლექსი
შეკრული სიუჟეტი კარგი ლექსი
შეკრული სიუჟეტი
17. მაგარი ძააან ! მაგარი ძააან !
16. ჰო... ძალიან ლექსია ;;)
10 ჰო... ძალიან ლექსია ;;)
10
14. მაგარია ეს კაცი 5 მაგარია ეს კაცი 5
13. რაც კარგია კარგია..
10 რაც კარგია კარგია..
10
12. კარგი ლექსია, მაგრამ ნაცნობი მოტივებია ( ავტორისავე თითქოს სადღაც წამიკითხავს )
5 ქულით ვაფასებ კარგი ლექსია, მაგრამ ნაცნობი მოტივებია ( ავტორისავე თითქოს სადღაც წამიკითხავს )
5 ქულით ვაფასებ
11. ეხლა რა არის სასაცილო (სატირელი თუ არა). ეს რო ლიტ გე ზე დავდო, თუ არ გაამინუსონ უნამუსო ვიყო. :)) და მერე უკვირთ რატომო. :)) ეხლა რა არის სასაცილო (სატირელი თუ არა). ეს რო ლიტ გე ზე დავდო, თუ არ გაამინუსონ უნამუსო ვიყო. :)) და მერე უკვირთ რატომო. :))
10. დაგხვდება სამყარო ფერებით სნეულით, იმზევებს მზეები რაც შენთვის ბნელია, რომ გერქვას ქალი და მარტოდენ სხეულით, წყევლაა აიდე! ჯვარცმაზე ძნელია!...
სულგაყინულია ეგ თბილი ამბორი, რომ მატან ტკივილად ლამაზო აიდე ულამაზესი ა!!!!!!!!!!!!!!!
დაგხვდება სამყარო ფერებით სნეულით, იმზევებს მზეები რაც შენთვის ბნელია, რომ გერქვას ქალი და მარტოდენ სხეულით, წყევლაა აიდე! ჯვარცმაზე ძნელია!...
სულგაყინულია ეგ თბილი ამბორი, რომ მატან ტკივილად ლამაზო აიდე ულამაზესი ა!!!!!!!!!!!!!!!
9. აი ამაზე არის სულ ''ომები და უბედურებები'' ასეთ ლექსში რომ 5 დაწერ და მერე 5 დაწერ უკიდურეს შემთხვევაში საშუალო ლექსში.რა ვიცი აბა... აი ამაზე არის სულ ``ომები და უბედურებები`` ასეთ ლექსში რომ 5 დაწერ და მერე 5 დაწერ უკიდურეს შემთხვევაში საშუალო ლექსში.რა ვიცი აბა...
8. "აქ უნდა ჩავიდე, პოეტი ვიღაცა," "ვიღაცა "არ უნდა იყოს სწორი ფორმა,უფრო "ვიღაც"არა ფილოლოგებო? კარგი ლექსია! "აქ უნდა ჩავიდე, პოეტი ვიღაცა," "ვიღაცა "არ უნდა იყოს სწორი ფორმა,უფრო "ვიღაც"არა ფილოლოგებო? კარგი ლექსია!
7. უმაგრესია ძმაო!
55555 უმაგრესია ძმაო!
55555
5. ბექ არ უნდა გარჩევა. ეს ავტორი მე კაი ხანია ვიცი, უნიჭიერესი!!!!!!!!!!!!მისი მეგობრებიც .ურთიერთმიძღვნებიც ლექსებში. უბრალოდ ხშირად გაგავანებივროს თავისი ლექსებით/განსაკუთრებით ახლებით .რაც არ ვიცი ") ბექ არ უნდა გარჩევა. ეს ავტორი მე კაი ხანია ვიცი, უნიჭიერესი!!!!!!!!!!!!მისი მეგობრებიც .ურთიერთმიძღვნებიც ლექსებში. უბრალოდ ხშირად გაგავანებივროს თავისი ლექსებით/განსაკუთრებით ახლებით .რაც არ ვიცი ")
4. მაგარი ლექსია, აბა რა :) ეს კაცი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტია და შემედაოს ვინმე, ვისაც უნდა :) გენიალურია რა :) მაგარი ლექსია, აბა რა :) ეს კაცი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტია და შემედაოს ვინმე, ვისაც უნდა :) გენიალურია რა :)
3. მოგიკითხე ლევან. მართლა უკომენტარო 5. საერთო მეგობარმაც მოგიკიტხა . :)
მოგიკითხე ლევან. მართლა უკომენტარო 5. საერთო მეგობარმაც მოგიკიტხა . :)
2. აჰა, მე ამას ვუწერ ათიანს. იმიტო კი არა რო ჩემი ძმაკაცია, უბრალოდ მაგარი ლექსია და აბა გაარჩიეთ. :)) აჰა, მე ამას ვუწერ ათიანს. იმიტო კი არა რო ჩემი ძმაკაცია, უბრალოდ მაგარი ლექსია და აბა გაარჩიეთ. :))
1. რომ გერქვას ქალი და მარტოდენ სხეულით, წყევლაა აიდე! ჯვარცმაზე ძნელია!...
5, უკომენტაროდ! რომ გერქვას ქალი და მარტოდენ სხეულით, წყევლაა აიდე! ჯვარცმაზე ძნელია!...
5, უკომენტაროდ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|