ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
10 აპრილი, 2011


ლილე

  -ვნებას აყევიო! მშობლები შეარცხვინეო! -სიძვაში ისე მამხილე, არც კი შეგებრალე...
  სირცხვილის არიდება ვცადე და...
  -მკვლელოო! - ჩამჩურჩულე.
    მერე... მერე შენ ჩემით დაიწყე სუნთქვა. ლუკმის გაყოფა ისე მომთხოვე, შინიდან შენ გამო გაგდებულს და უსახლკაროს, არც კი შეგრცხვა.
    გაყინულს ისე მიბრძანებდი, ეგ შალი მხრებიდან მოიხსენი და მე შემომახვიეო, უარსაც ვერ გიბედავდი.
    როცა ცხოვრება მომბეზრდა და ხიდის მოაჯირს ვთხოვე გამატარე მეთქი, ისეთი ძალით ჩამარტყი მუშტი, სუნთქვა შემეკრა.
    -ჩემთვის იცოცხლეო! - ეს უკვე ბრძანება იყო.
    მერე... მერე რამდენჯერაც სუნთქვა დამეზარა, იმდენჯერ წიხლები დამიშინე და ძალით მასუნთქე.

ჩემით სუნთქავ, ჩემით იძინებ, იკვებები... შემომისახლდი თავხედურად, მაგრამ როგორ გაგაძევო, როცა შენ ლილე ხარ - ჩემი მუცლადმყოფი შვილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები