ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენერამილოსელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 იანვარი, 2011


მარტ(ომ)ყოფის ბრძოლა

                                 




როგორც არ უნდა უარყო როცა მარტო რჩები, ქრება მეგობარიც, საყვარელი ადამიანიც, ოჯახიც, ყველა ვინც გიყვარს და აფასებ და რჩებით მხოლოდ შენ და შენ . გიპყრობს შიში , შიში იმისა რომ მარტო ხარ .. არადა ხარ!.. ცდილობ თავი დაარწმუნო იმაში რომ შენ ბევრი მეგობარი გყავს , ოჯახი რომელსაც უყვარხარ , ადამიანი რომელიც შენც სიგიჟემდე გიყვარს, თავს ინუგეშებ , მაგრამ მოდი ჩავუღრმავდეთ ცოტა.
  დღეს და ყოველთვის , ყველას თავისი საზრუნავი აქვს , ხომ ასეა? - შენ 2 წუთი ფიქრობ და მეთანხმები. ჰოდა ესეიგი , შენც შენი , მასაც თავისი , და ა.შ. ხომ ასეა?- კვლავ მეთანხმები .
- ესეიგი რა გამოდის რომ შენ მარტო ხარ , და შენს გვერდით არავინაა?
- არა რატომ?
- მაშ ვინ გინდას გვერდით?
- მეგობრები , ოჯახი...
- კარგად მომისმინე , არის რაღაც რასაც ვერც მეგობარს გაანდობ და მითუმეტეს ვერც ოჯახს, იმიტომ კი არა რომ სირცხვილია , ან რაიმე უმსგავსობა ჩაიდინე , არამედ იმიტომ რომ შეიძლება ვერ გაიგონ, ხომ ასეა? ჰოდა სწორედ ასეთ მომენტებში ხარ სრულიად მარტო. ხვდები?
- რისი მეგობარია მაშ , თუ ვერ გაგიგო??
- იცი რა საშინელი იქნებოდა ეს სამყარო ყველას რომ ერთნაირად გვეაზროვნა და ერთნაირად გაგვეგო ყველაფერი?
- არა არ ვიცი...
- ნუ მიბრაზდები , ვცდილობ დაგეხმარო...
- ცდილობ დამეხმარო?? იმედს მიკლავს და ეს შენი აზრით დახმარებაა?
- იმედს გიკლავ? რა სისულელეა? მე ვცდილობ თვალი აგიხილო , რომ როცა ნამდვილად აღმოაჩენ რომ მარტო ხარ , იმდენად მწარე არ იყოს ეს შენთვის.                            მოკლედ , იცოდე რომ ცხოვრებაში შეიძლება დადგეს ისეთი მომენტი როდესაც, შენ სრულიად მარტო აღმოჩნდები. გარშემო ბევრი ხალხი იქნება, შეიძლება გვერდითაც გეჯდეს ის ვისაც ყველაფერს ანდობ და ყველაფერზე ესაუბრები, მაგრამ დამიჯერე მხოლოდ ჯდომა და მოსმენა არაფერია, მთავარია შეგისმინოს, ეს კი სამწუხაროდ ყველას არ შეუძლია. მითუმეტეს მაშინ როცა თავისი საზრუნავიც თავზე საყრელად აქვს. გესმის?
- მესმის, აი მე ხომ მესმის შენი , და ვხვდები რასაც ამბობ, რასაც მიხსნი , რატომ არ შეიძლება ეს სხვამაც გაიგოს?
- იმიტომ რომ შენ შენ ხარ და სხვა სხვაა. ხვდები?
- ვერა. მხოლოდ ის ვიცი რომ მე ე ვარ , მაგრამ ხანდახან ამაშიც მეპარაება ეჭვი...
- ეგ როგორ? მომიყევი...
- ხდება ხოლმე როცა, ისეთ რაღაცას ვაკეთებ რასაც ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი , რასაც ვგმობდი ან რისი გაკეთების სურვილი ადრე არც კი მქონდა , ახლა კი ძალიან ჩვეულებრივია ჩემთვის. ხომ გესმის? არის ისეთი რაღაც ცხოვრებაში რასაც აუცილებლად შეეჩვევი , გინდა არ გინდა შეგაჩვევს. ხომ გასაგებად ვამბობ?
- კი, მე მესმის, მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში , შენი მეგობრები რას ამბობენ? მათთვისაც ნაცნობი ეგ გრძნობა?
- არა. არ ვიცი.. არ მითქვამ...
- რატომ? ... აჰ, გგონია ვერ გაგიგებენ ? ამას არ გეუბნებოდა ცოტა ხნის წინ , კინაღამ რომ მცემე? ხომ ხვდები , შენ თვითონ აღიარე ეხლა რომ არსებობს მომენტი როდესაც მარტო ხარ , მარტომ უნდა იბრძოლო. უბრალოდ მზად უნდა იყო ყოველთვის რომ უცებ შეიძლება მოტრიალდე და გვერდით არავინ იყოს. დამოკიდებული არ უნდა იყო არავის „მხარზე“, იმედი კი მხოლოდ შენი თავის უნდა გქონდეს.
- და შენ?
- რა მე?
- შენ ეგრე ხარ?
- მე საერთოდ არ ვარ.
- ანუ? მოდიხარ და მეუბნები უნდა იბრძოლოო, მარტო ხარო და მე საერთოდ არ ვარო?
- ზუსტადაც
- ვინ ხარ?
- მე მე ვარ
- შენ შენ ხარ გასაგებია, მაგრამ ვინ?
- არა მე შენ ვარ...
საკუთართავთან ჭიდილის შემდეგ , რწმუნდები რომ მარტო ხარ , ენერგიაც კი გემატება სიბრაზისგან , თითქოს მთასაც შეძრავო. ეხლავე გინდა ყველა სურვილი აიხდინო, იბრძოლო იმისთვის რაც გეკუთვნის, ყოველ შემთხვევაში შენ გგონია რომ გეკუთვნის. ვიცი შემეკამათები , არავისზე ნაკლები არ მეკუთვნისო და მართალიც იქნები , არავისზე ნაკლები არ გეკუთვნის, თუმცა არც მეტი. ეს სხვა თემაა. სხვა დროს ამაზეც ვისაუბრებთ მე და მე ან შენ და შენ
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს