ნაწარმოებები



ავტორი: მიქაელი
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2011


  ჩამოტვირთვა

**************** მძიმე მემუარები *********************

ეხლა ვგრძნობ, რომ ჩამოწვა ფოთოლცვენის დროება,
ცასაც გადაუცვია ვერცხლისფერი სამოსი,
ალბათ მალე სითეთრე ნელა წამოთოვდება,
მე კი აჩრდილს შევხვდები უფლისაგან დალოცვილს.

მწუხარე ზღვის კენჭიც კი ჩემში გაპიროვნდება,
მერე თავზე დაიდგამს მეტაფორის მარგალიტს,
დავდგამ ყოველ კუთხეში ღამის ლამპიონებად,
ფრაზებს და მათ წერისას არ დავიცავ თადარიგს.

ცაზე მეხი გავარდა და ლექსის აგონიამ,
შეაღწია სხეულში, მისი ყველა მტკაველი
ქალწულივით ცახცახებს, უკვე აღარ მგონია,
რომ მიშველის რამე და ანგელოზიც მფარველი.

ყელზე შემომახვია მიმოზებით ხელები,
ყურთან სუნთქვა ვიგრძენი რაგაც იდუმალების,
ჩემს საფლავის გარშემო ჩუმად დავეხეტები,
ვგრძნობ, რომ თავად დავირქვი მძიმე მემუარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები