ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაჩო
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2008


#

როცა შენი ცხოვრება ამოჭრილი კადრია,
საბოლოოდ სიცოცხლე მაინც დიდი ფარსია.
ფიქრთა სასაფლაოზე ოცნებები მარხია,
სამყაროს კი მოუსხამს ძაძისფერი მანტია.
როცა სინდის-ნამუსი სანაგვეზე აგდია,
ვაჟკაცობა,სიმართლე დასაძრახი საქმეა.
როცა პატიოსნება სამწუხარო ნაკლია,
არ იყვირო!დადუმდი!
                  გეტყვიან რომ გაკლია!
წადი სასაფლაოზე და ამოჩიჩქნე იმედი,
ჯერ არ "გაგხუნებია"  შენ სიცოცხლის ბილეთი.
      რა უნდა ჰქნა?!
                  იარე გაფხეკილი ჯიბეთი
სანამ არ მიხვდები რომ დასასრულთან მიხვედი.

                                                                        8.VI.2007 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები