ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2011


განწყობა

ქუჩების ხმაურს ვერ ვიშორებ ღამით და დღისით,
შენც ასე ხშირად ამღვრეულ ცას უყურებ ნუღარ,
თვალებში ფერი ლამისაა ჩაგექცეს მისი,
ახლა ყველაზე შენნაირი მხოლოდ აქ თუ ხარ.
შეგრძნება-თითქოს ფანჯრებამდე ჩამოვა ჭერი,
სიმძიმე მხრებზე..ნელი ვარდნით ვეშვები დაბლა.
ვცადე..გონებას შენზე ფიქრი ჩამოვაჭერი,
ფილტვები გაშრნენ და ჰაერსაც დაეცა დამბლა.


27.01.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები