ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: იუმორისტული
29 იანვარი, 2011


კომპრომისი

  არ მეგულება მსოფლიოში შენზე ჯიუტი ადამიანი, არც ჩემზე...
  როგორ მოვედით აქამდე მიკვირს. ჩვენ ხომ არასდროს ვთმობთ პოზიციებს და ზედმეტი დაფიქრებისა და სინდისის მოხმობის გარეშე შეგვიძლია ერთმანეთი გამოვლანძღოთ, ან სულაც გადავალეწოთ ერთურთს ჯიუტ თავებზე ნებისმიერი ხელს მოყოლილი ნივთი.
  მხოლოდ მეორე დღეს ვაცნობიერებთ, რომ აღარ გვაქვს შენი საყვარელი ჩაის ჭიქა, პამელა ანდერსონის გამოსახულებით, რომ ჩემი  მობილური ტელეფონი "სკოჩით" არის დაწებებული, რომ ორმხრივი ქარია ოთახში, სადაც ყველა ფანჯარაში ჩავსვით მინები ბოლო ჩხუბის შემდეგ, რომ ჩვენი ერთად გადაღებული პირველი სურათი ჩარჩოს გარეშე დარჩა...
  -ნაგავი ხარ! ვერ გიტან!
  -გველო, გაჩუმდი!!! (ბოლო რეპლიკა საინტერესო იდეას ბადებს ჩემს ოქროსფერლარნაკგადამტვრეულ თავში)
  -ხო, გველი ვარ, გველი... - ვამბობ საბრალო სახით და შენს სახეზე ორძაფდადებული წარბის საოცარ ზეაწევას ვხედავ გაოცების ნიშნად - მე ხომ პირველად "დავთმე" პოზიციები.
  მოდიხარ ჩემთან და მეხუტები ისე, რომ ნეკნები მტკივა. ბედნიერი ხარ, რომ დაგითმე... მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მამაკაცი...
  და მერე რა, რომ მე გველში ჩემი ზოდიაქო ვიგულისხმე აღმოსავლური კალენდრით?
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები