ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელოდია ქარში
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 იანვარი, 2011


განწყობა

მე მითხრეს, მოწყენა ძალიან მიხდება,
განწყობას დავიგდებ სულ დაბალ წნევამდე,
ისეთი დარდის და ტკივილის ფონია,
სიფითრეს ამ ფონზე მზის აბებს შევაწევ.

მე მითხრეს ბავშვობა მიხდება ძალიან,
ვიშორებ ჭაღარებს, ლამბებად შერჩენილს,
ცხოვრება ხანდახან შიშველთა დოღია,
მაოცებს სიშიშვლე, სირცხვილის შედევრი.

უსაშველოა ყოველთვის, რაც მინდა
და მიღირს ტკივილი წარსულით დავტვირთო,
ბავშვობის წლები კი, - ჯერ თბილი გვამია,
ინახავ ამ წლებს და ის მაინც ნამდვილობს.

ვიჯერებ… მიხდება მე ასე ცხოვრება,
რაც მინდა და როგორც ვაკეთებ ამავდროს,
გავთხოვდი მაისზე... და მერე მაისმა
ივნისთან ღალატზე მალევე წამასწრო.

მე მითხრეს, მიხდება ამ ფერის ხვეული,
მილაგებს ჭაღარებს ორწყებად, თან უნდა
ვიცხოვრო ბავშურად, ბავშვობით დაცული,
ქალური ვნებები მიწაში ჩავუშვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს