 | ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია 29 აგვისტო, 2008 |
ყარა ცხენები ჯირითობდნენ ტყის განაპირას, ღოლოიანში თათრის გოგო ძროხას მწყემსავდა, ნაგუთნი მიწა სათოვარი ღრუბლის ნატირალს შავი ტუჩებით ჟინმოსული სვამდა და სვამდა. ბელტზე ჩამოვჯექ, გულს მოაწვა მომწარო შური, აღსდგა წარსული წინაპართა მითის მთხრობელი; ნეტავ ამ ფურებს მომწყემსავდეს ქალი ხევსური, უფრო ამაყი, მშობლიური და მახლობელი. თათრის ასულო, მომაჩერდი ასე რისათვის, ფიქრობ მაგ თვალთა სიმუქეში ჩავიქარგები, ეჰ, შენ რა იცი, ერთი მუჭა ამ მიწისათვის, სისხლისგან როგორ იცლებოდნენ გურჯთა ძარღვები. თათრის ასულო, მოზამბახე ბაგე რომ გიკრთის, თითქოსდა ჩემში დაეძებდე სუსტსა და უძლურს, არა! ამ სისხლში არ დამშრალა გენი დავითის, მე ქეთევანი მაწოვებდა დაშანთულ ძუძუს... ვიჯექი დიდხანს, პანორამა სთვლემდა მეფური, არე ველური, ლურჯი ნისლით შემოგარსული, ლამაზი იყო, ღმერთო ჩემო, თექვსმეტი ფური, ღოლოიანში ოცნება და თათრის ასული.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. ძალიან კარგია,მომეწონა.
ძალიან კარგია,მომეწონა.
30. დავხატავდი... დავხატავდი...
28. მაგარი!
55555 მაგარი!
55555
26. ნეტავ ამ ფურებს მომწყემსავდეს ქალი ხევსური, უფრო ამაყი, მშობლიური და მახლობელი. თათრის ასულო, მომაჩერდი ასე რისათვის, ფიქრობ მაგ თვალთა სიმუქეში ჩავიქარგები, ეჰ, შენ რა იცი, ერთი მუჭა ამ მიწისათვის, სისხლისგან როგორ იცლებოდნენ გურჯთა ძარღვები.
ნეტავ ამ ფურებს მომწყემსავდეს ქალი ხევსური, უფრო ამაყი, მშობლიური და მახლობელი. თათრის ასულო, მომაჩერდი ასე რისათვის, ფიქრობ მაგ თვალთა სიმუქეში ჩავიქარგები, ეჰ, შენ რა იცი, ერთი მუჭა ამ მიწისათვის, სისხლისგან როგორ იცლებოდნენ გურჯთა ძარღვები.
25. 5555555555555555555 5555555555555555555
23. ჩემი შეფასების მაქსიმუმი ხუთია.ამ ერთი სტრიქონის გამო ვწერ +4-ს ,,ვიჯექი დიდხანს, პანორამა სთვლემდა მეფური,'' პანორამა საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია.ხოლო მეფური პანორამა - ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთი კარგი ლექსის ავტორს არ ეპატიება. წარმატებები! ჩემი შეფასების მაქსიმუმი ხუთია.ამ ერთი სტრიქონის გამო ვწერ +4-ს ,,ვიჯექი დიდხანს, პანორამა სთვლემდა მეფური,`` პანორამა საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია.ხოლო მეფური პანორამა - ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთი კარგი ლექსის ავტორს არ ეპატიება. წარმატებები!
22. ეჰ, შენ რა იცი, ერთი მუჭა ამ მიწისათვის, სისხლისგან როგორ იცლებოდნენ გურჯთა ძარღვები. თათრის ასულო, მოზამბახე ბაგე რომ გიკრთის, თითქოსდა ჩემში დაეძებდე სუსტსა და უძლურს, არა! ამ სისხლში არ დამშრალა გენი დავითის, მე ქეთევანი მაწოვებდა დაშანთულ ძუძუს...
არაჩვეულებრივია, ლევან! ეჰ, შენ რა იცი, ერთი მუჭა ამ მიწისათვის, სისხლისგან როგორ იცლებოდნენ გურჯთა ძარღვები. თათრის ასულო, მოზამბახე ბაგე რომ გიკრთის, თითქოსდა ჩემში დაეძებდე სუსტსა და უძლურს, არა! ამ სისხლში არ დამშრალა გენი დავითის, მე ქეთევანი მაწოვებდა დაშანთულ ძუძუს...
არაჩვეულებრივია, ლევან!
20. როგორ მიყვარს პოეტების, ნაღდი პოეტების ლექსები, მადლობა ნეკერას და 5 ლევანს. როგორ მიყვარს პოეტების, ნაღდი პოეტების ლექსები, მადლობა ნეკერას და 5 ლევანს.
19. ვაააახ... კარგია საოცრად! აიიი ძარღვიანი 5 ვაააახ... კარგია საოცრად! აიიი ძარღვიანი 5
18. მაგარი ხარ რა ლევან.... მაგარი ხარ რა ლევან....
17. არაჩვეულებრივია. 5 არაჩვეულებრივია. 5
16. ლამაზი ლექსია:)
აი,შარმიანიო რომ იტყვიან ისეთი:D ლამაზი ლექსია:)
აი,შარმიანიო რომ იტყვიან ისეთი:D
15. ძალიან კრგია.5 ძალიან კრგია.5
14. ნუ რა უნდა ვთქვა. ლევანაა რა. :) 10 ნუ რა უნდა ვთქვა. ლევანაა რა. :) 10
12. წავიკითხე თქვენი სხვა ლექსებიც, ბეთანია ძალიან მომეწონა და საერთოდაც მომეწონა. გისურვებთ წარმატებებს, პოეტო. წავიკითხე თქვენი სხვა ლექსებიც, ბეთანია ძალიან მომეწონა და საერთოდაც მომეწონა. გისურვებთ წარმატებებს, პოეტო.
11. ვაააა, კაია ხო იცი! როგორც ქართველები იტყოდნენ ძველ ეტრუსკთა ენაზე "გაასწორა":) ვაააა, კაია ხო იცი! როგორც ქართველები იტყოდნენ ძველ ეტრუსკთა ენაზე "გაასწორა":)
10. ლამაზი ლექსია ულაპარაკოდ 5 კარგი ავტორია
"ნაგუთნი მიწა სათოვარი ღრუბლის ნატირალს შავი ტუჩებით ჟინმოსული სვამდა და სვამდა." ეს მართლა ძალიან ლამაზია, ცოტა "სვამდა და სვამდა" უტეხავს ( გამეორება )
"თათრის ასულო, მომაჩერდი ასე რისათვის, ფიქრობ მაგ თვალთა სიმუქეში ჩავიქარგები," აქ ალბათ კითხვის ნიშნები მოუხდებოდა
ლამაზი ლექსია ულაპარაკოდ 5 კარგი ავტორია
"ნაგუთნი მიწა სათოვარი ღრუბლის ნატირალს შავი ტუჩებით ჟინმოსული სვამდა და სვამდა." ეს მართლა ძალიან ლამაზია, ცოტა "სვამდა და სვამდა" უტეხავს ( გამეორება )
"თათრის ასულო, მომაჩერდი ასე რისათვის, ფიქრობ მაგ თვალთა სიმუქეში ჩავიქარგები," აქ ალბათ კითხვის ნიშნები მოუხდებოდა
9. 10 გენიალურია!:) 10 გენიალურია!:)
7. მე ვარ გამოუთქმელად აღფრთოვანებული... მე ვარ გამოუთქმელად აღფრთოვანებული...
6. ულამაზესია... და რამდენჯერ წავიკითხავ კიდე... :) ულამაზესია... და რამდენჯერ წავიკითხავ კიდე... :)
3. მეც მაგის დაწერას ვაპირებდი - მიყვარს ეს პოეტი-თქო. ლევან, ყავა არ გინდა? ;;)
ნაგუთნი მიწა სათოვარი ღრუბლის ნატირალს შავი ტუჩებით ჟინმოსული სვამდა და სვამდა. უმაგრესი!
მეც მაგის დაწერას ვაპირებდი - მიყვარს ეს პოეტი-თქო. ლევან, ყავა არ გინდა? ;;)
ნაგუთნი მიწა სათოვარი ღრუბლის ნატირალს შავი ტუჩებით ჟინმოსული სვამდა და სვამდა. უმაგრესი!
2. მიყვარს ეს პოეტი :) მიყვარს ეს პოეტი :)
1. ხუთიანი...:) ხუთიანი...:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|