ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: იანგული
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2011


ქეთის

გაივლის წლები, შემხვდები სადმე,
ვზივარ შიშველი სულით, ეული,
ჩვენი თვალები კოცნიან ერთურთს,
წარსულის ვნებით გადარეული.

და მაშინ გეტყვი: ის აღარა ვარ,
ჩემს სულში უკვე მძლავრი ქარია.
შენ იცრემლები, თავსხმა წვიმაა,
გიყურებ მტირალს და მიხარია.

მიხვდები ეს ის წამი არ არის,
გამოგვეპარა ჩვენი წუთები,
ჩამესმის მწარე ქვითინი ქალის,
მახსოვს ასეთ დროს რომ გიხუტებდი.

გამცდები ჩუმად, არ მოიხედავ,
ქუჩას მოედო სულიდან ქარი!
ვიცი არასდროს დამიბრუნდები,
დამრჩა სურნელი ბავშვობის ქალის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები