ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2011


თ ა ნ მ ი დ ე ვ რ ო ბ ა

სიგარეტია, საფერფლეა, ყავის ფინჯანიც
არის და უფრო ღამეა და უფროც უკუნი,
"კალკულატორით" საკუთარ თავს სულთან იჯამებ,
ვადაგასული ცრემლებით და სუნთქვით სლუკუნებ.

ფანჯრის მინაზე ხეტიალობს წვეთის ბილიკი,
თამბაქოს კვამლში არ ნაყრდება წერის მუღამი,
გგონია კვდები, მაგრამ ცდები, ანუ პირიქით,
დღეს დაიბადე... ესე იგი მშობლებს უღიმი.

მშობლებს, რომლებსაც გაახარებ უკვე ვერაფრით,
რადგან სუნთქავენ უკანასკნელ ჟანგბადს პაუზით,
შენვე შექმენი სამყარო და გააფერადე,
და ბოლოს მაინც საფეთქელში ისვრი მაუზერს.

მამის მაუზერს (ტაბელურის ჰქონდა ფუნქცია),
იცხოვრე მგლური კანონებით, მგლების სოროში,
გიყვარს მეუღლე კახპებთან, რომ გვერდი უქციე
მერე კი თავი გაიმართლე, რაღაც მოროშე.

ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, პირჯვარს ისახავ,
"მამაო ჩვენო"-ს იმეორებ, ისევ ფურცლიდან...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები