ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2011


ჩემი სიყვარული შენდამი

ღამეში დამეკარგა შენი თვალები,
სად არ ვეძებე მაგრამ ამაოდ.
ვარსკვლავები გაანათებს ღამე შენს თვალებს,
მთვარეც კი ჩაგადნება ხელში.
შენს სულში ვხედავ სილამაზეს და სიმახინჯეს,
ვნებები ებრძვის შენს სხეულს
და უმანკოება მეფობს შენზე.
ჩემი ერთი ცრემლი საკმარისია
შენს გულს დაეწვეთოს,
რომ ეგრევე ფეთქვას იწყებს,
ჩემი ცრემლი, და შენი გული
ამუშავებს ჩვენს არანორმალურ სიყვარულს.
შენდამი სიყვარული არის სიგიჟე,
და ამ სიგიჟეში არის სიყვარული.
მინდა სიყვარული დავლიო შენი,
და თან თავდავიწყებით შემიყვარდე,
გულში ცეცხლი დამინთო
ერთი პატარა სიყვარულის ნაკვერჩხლით.
ო,როგორ მინდა გავთბეთ ორივემ სიყვარულის ცეცხლით
და შიგ დავიწვათ,სამარადისოდ.
მარადიულია შენი გულის ფეთქვა
რომელიც მთელ დედამიწას ესმის,
დედამიწა ფეთქავს შენი გულით,
და ცრემლი შენი წვიმაა,გადმოღვრილი ზეციდან.
შენს თვალებს ვარსკვლავები გაანათებს ღამე,
და ზეცა თავს დაგიხრის,დამონებული სიყვარულით,
მთვარე ვეგარ გაუძლებს შენს სხეულს
და ჩაქვრება..
არ მინდა მეც დამიმონო,
მაგრამ შენი სიყვარული დამიმონებს
როდესაც დაგინახავ,
მთლიანად დამწვავ სამარადისოდ
და ნეტარება გახდება ჩემი პატრონი.
სიგიჟე მინდა,არანორმალურობა,
მარადიული ლტოლვა შენდამი
წარუშლელია.. 
მინდა ბევრი ვიტირო
და ცრემლი გულზე დაგაწვეთო,
შენს გულში ღელვა დავინახო ბობოქარი,
ვარსკვლავი ჩაგადნეს თვალებში
და ჩემი სიგიჯე გაგიყო.
სწორედ ამ სიგიჟეშია
მარადიული სიყვარული შენდამი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები