ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2011


თეთრი ხელსახოცი

ბაღში გნახე,გრილი იყო ჰავა,
ეს ჟინია ჟრუანტელთა ჟამის,
მე ლუდი და შენ ინებე ყავა,
სად სიყვარულს დაგეფიცე ლამის.
მაგ თვალების მონად მოგეპოვე,
მაცდურ ღიმით შენ ისურვე თავად,
ტელეფონის ნომერი რომ მთხოვე,
თეტრ ხელსახოცს მივაწერე შავად.
რად არ რეკავ?!
ვერ ავუდი ფიქრებს,
ცრემლის გუბე განებივრდა თვალში,
ხელსახოცი დაგეკარგა იქნებ,
ანდა განგებ გადააგდე გზაში.
ყჯრნისფერი აშრიალდა ფარდა,
და კვლავ მიცდის მარტოობის ტყვია,
აი, ბედის ირონია,ანდა,
ტრაგიკული კადრები რომ ჰქვია......
ეხლა როცა ნატვრაც გახდა შორი,
და შენს ბაგეს შეუხებლად ვკოცნი,
ქარს ვაბარებ ნომერს 8-9-2
27-23-20.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები