ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 თებერვალი, 2011


ჩავუყევი საფეხურებს....

კიბის თავზევე ვიცი რაც დამხვდება ქვევით...

ზედა საფეხური:

ჭუჭყიან საფენზე მუხლმორთხმით ჩამჯდარი ახალგაზრდა, შავი პირისახის დედა, ჩვილი ბავშვით ხელში –
შევეკითხები...
დამტვრეული ქართულით მიპასუხებს: რომ არ სცხვენია, სულაც, აქ ჯდომა, მოდგმით მოსდევს გენში ხურდის გამოთხოვა და მეხვეწება –  ზედმეტად ნუ მოვაცდენ, ნუ ჩამოვეფარები გამვლელებს. ის ახლა „სამსახურშია“...

უფრო ქვევით:

თმააბურძგნული, კედელსმიყრდნობით მჯდომარე – თვლემს–
შევეკითხები...
სუნთქვაგამოზოგილი სიტყვებით მიპასუხებს: რომ თუ არაყის ფულს მივცემ, ყველა შეკითვაზე მიპასუხებს...

უფრო ქვევით:

მოხუცი ბებო, სანდომინი სახით, რომელიც არ უჩანს... სამხედროფარაჯიანი ახლაგაზრდა მამაკაცის შავ–თეთრი  სურათით ხელში...
შევეკითხები ...
ვერ მიპასუხებს... აეცრემლება.

ქვედა საფეხური:

უსინათლო...ფანდურით ხელში – ქართულ ხალხურებს მღერის.
ვცნობ: 9 აპრილის ღამით მღეროდა იქ შეკრებილი ქართველებისთვის –  ტრიბუნიდან.
რა უნდა ვკითხო??? მე მრცხვენია... ხმა აქვს დაღლილი, ნაპროტესტარი.

მიწისქვეშაში შავტუხა და შავთვალა ცელქი ბავშვი დარბის... მკლავებზე ეკიდება გამვლელებს და უფრო მოითხოვს, ვიდრე ითხოვს...
შევეკითხები...რუსულ–ქართულად მიპასუხებს:
–Мать сказала что я уже დიდი გოგო ვარ...!Надо зарабатывать!– თან ჯიბეზე მექაჩება.

– – – – – – – – – – – – – – – – – – –
ზოგისთვის ცხოვრების წესია, ზოგისთვის არსებობის ერთდერთი საშუალება, ზოგიერთისთვის თითქოს პროტესტის ფორმაცაა გამვლელთა თვალის ასახელად, ზოგისთვის კი სულ ერთია ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი – მაგრამ მათ ყველას ერთი აქვთ საერთო:
გაწვდილი ხელი!

_ – _ – _ – _ – _ – _ – _ – _ – _

მიწისქვეშას ზევით დიდი მოედანია – უზარმაზარი მონუმენტით წმინდა გიორგის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები