ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 თებერვალი, 2011


რატომ ვწერ ყოველთვის ტკივილზე

  დავდივარ კარდაკარ, გულდაგულ, თვალდათვალ...
  ვეძებ ტკივილს, სევდას, ვიმწყვდევ მუჭში (როცა მუჭი მევსება, ჯიბეში ვყრი) და მიმაქვს ციხეში, რომლის გისოსებიც ფურცლით ჩამოვასხი, ბოქლომი - კალმით...
  მერე ისევ კარდაკარ, თვალდათვალ
  და ერთხელაც მთელი მსოფლიოს ტკივილს დავამწყვდევ გისოსებში, რომ აღარასდროს ვნახო უმშობლობით ატირებული თვალები, მიტოვებით ნატკენი გული, ღიმილსგადაჩვეული ტუჩები...
  და როცა ისევ გავალ ტკივილის საძებნად და ვეღარ ვნახავ მოწყალების სათხოვნელად გამოწვდილ ხელებს, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეულ ოჯახებს, ატირებულ დედებს, შვილების სარჩენად საზღვარგარეთ გადახვეწილ მშობლებს,
  ფერადი ფურცლებით გავაკეთებ უზარმაზარ გულს, კალმით სითბოს ჩავბერავ და იმ დღიდან ჩემი ყველა ნაწერი მხოლოდ ბედნიერებაზე მოუყვება მკითხველს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები