ნაწარმოებები



ავტორი: მიქაელი
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2011


  ჩამოტვირთვა

''ევა''

''ევა"
უკვე ყველაფერი ვადაგასულია,
დარჩა ისტორია, ისიც ასიოდე,
სულით შევეჩეხე ''ევას'', ავსულიანს,
ვეღარ მოვახერხე, სულს რომ არ სციოდეს.

ცივად შეფუთული გრძნობა გავასხვისე,
მუშტი დავაყოლე დამპალ გულის ფიცარს,
წამი ჩვეულებრივ, ნელა გავა ისევ,
რწმენა ''ევასაგან'' მგონი ვეღარ მიცავს.

ძლიერ დაძარღვულმა ხელისგულებმაც კი,
სითბოს სამათხოვროდ თავი დაიმცირეს,
ქარი სიმფონიად ქალაქს ფიფქებს აყრის,
თანაც ვიყინები ჩუმად და იმ მცირე

ადამიანსაც კი სევდა დახევს უხმოდ.
ღრუბელშემოკრული მთვარე ამოცურდა,
მინდა მის სხივებს და ძალას დავეუფლო
და ეს მიზეზია მე რის გამოც მსურდა

ფრთები გაფრენისთვის. ჩემი ისტერია,
მგონი მთელი არსის დიდი ნაწილია,
''ევა'' სიყვარული? არა ის მტერია,
მაგრამ ისინი ხომ უხმოდ დაგვტირიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები