ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 თებერვალი, 2011


მირქმა

მირქმა (მიგებება) უფლისა უძრავი დღესასწაულია და 15 თებერვალს აღინიშნება. ეს ის დღეა, როცა 40 დღის იესო ტაძარში მიიყვანეს ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა. ყრმას მიეგება მართალი სვიმეონი, რომელსაც უფლის ანგელოზმა უწინასწარმეტყველა გარდაცვალება მაშინ, როცა ქალწულისაგან ნაშობ ყრმას იხილავდა. 300 წელს გადაცილებულმა წმინდანმა ჩვილი ხელებზე მიირქვა და სული განუტევა.
მიუხედავად იმისა, რომ მირქმა უდიდესი დღესასწაულია, მას VI ს-მდე გამორჩეულად არ აღნიშნავდნენ. მაგრამ როცა 528 წელს ანტიოქიაში მოხდა საშინელი მიწისძვრა და თან შავი ჭირიც დაერთო (ყოველდღე რამდენიმე ათასი ადამიანი იხოცებოდა), ერთ ქრისტიანს ღვთისგან ეუწყა, ეს დღე განსაკუთრებით აღენიშნათ. როცა ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში ეს უბედურება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად 544 წელს ეკლესიამ მირქმის განსაკუთრებული აღნიშვნა დააწესა.

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები