იცით? ერთხელ ჩვენი ძროხა გახდა ძლიერ ავადა, მეზობლები მოდიოდნენ ძროხის სანახავადა. მოიყვანეს ექიმი და გაუკეთა ნემსები, მერე ბებიკოს აუხსნა ძროხის მოვლის წესები: -არაფერი აჭამოთო გარდა მოლის მწვანისო, არ დასველდეს,მოერიდეთ თქვენ წვიმიან ამინდსო.- ბებოს ჯიბრით იმ დღეებში წვიმდა გადაბმულადა, ბებო ბალახს უგლიჯავდა ძროხას სულ ტყუილადა. მირთმეული ის ბალახი ძროხამ ჭამა განაო? რა ეღონათ, ბჭობდნენ დიდხანს ბებო, დედა, მამაო. ვერაფერი მოიფიქრეს, შეაჩრებ ამ წვიმას? უცებ, თავში კარგი აზრი დაებადა ჩვენს დიმას. -ბებო, მამა,ამ ჩვენს ძროხას რომ ჩააცვათ ლაბადა? წვიმა ვეღარ დაასველებს, ბალახს მოსძოვს ლაღადა. დედამ მამას გადახედა, ბებო წამოხტა წამსვე და იმ ძროხას ცელოფანი გადააფარეს ტანზე. არ ეშინია ბებიკოს დაუსველდეს რომ ძროხა, წვიმაში დადის, აცვია ტანზე ლაბადა კოხტა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. წინადადებებში არასწორი წყობაა ბევრ ადგილას...
მე არ მომეწონა წინადადებებში არასწორი წყობაა ბევრ ადგილას...
მე არ მომეწონა
12. მომეწონა, მაგრამ ბოლო ორ სტროფში მუსიკალურობაა დარღვეული ჩემი აზრით. :) მომეწონა, მაგრამ ბოლო ორ სტროფში მუსიკალურობაა დარღვეული ჩემი აზრით. :)
11. გამიხარდა თქვენი გამოჩენა,მოგიკითხეთ სიყვარულით :) ლექსი, ჩვენ უკვე წავიკითხეთ და მოგვეწონა :) გამიხარდა თქვენი გამოჩენა,მოგიკითხეთ სიყვარულით :) ლექსი, ჩვენ უკვე წავიკითხეთ და მოგვეწონა :)
10. არ ეშინია ბებიკოს დაუსველდეს რომ ძროხა, წვიმაში დადის, აცვია ტანზე ლაბადა კოხტა.
კარგია...გაეღიმებათ პატარებს..:) არ ეშინია ბებიკოს დაუსველდეს რომ ძროხა, წვიმაში დადის, აცვია ტანზე ლაბადა კოხტა.
კარგია...გაეღიმებათ პატარებს..:)
8. :D წარმოვიდგინე :D წარმოვიდგინე
7. რა საყვარელი საბავშვოა:) მოგიკითხეთ უთბილესად რა საყვარელი საბავშვოა:) მოგიკითხეთ უთბილესად
6. მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;) მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;)
5. გამიხარდი, მანანა! დაბრუნებას გილოცავ! :) გამიხარდი, მანანა! დაბრუნებას გილოცავ! :)
4. კეთილი იყოს შენი დაბრუნება :-* :-* :-* კეთილი იყოს შენი დაბრუნება :-* :-* :-*
3. უცებ, თავში კარგი აზრი დაებადა ჩვენს დიმას. -ბებო, მამა,ამ ჩვენს ძროხას რომ ჩააცვათ ლაბადა? წვიმა ვეღარ დაასველებს, ბალახს მოსძოვს ლაღადა. :):) :) უცებ, თავში კარგი აზრი დაებადა ჩვენს დიმას. -ბებო, მამა,ამ ჩვენს ძროხას რომ ჩააცვათ ლაბადა? წვიმა ვეღარ დაასველებს, ბალახს მოსძოვს ლაღადა. :):) :)
2. მოგესალმებით ყველას :)ნაცნობებს თუ ახალ წევრებს. იმედია, აწი ხშირად გესტუმრებით მოგესალმებით ყველას :)ნაცნობებს თუ ახალ წევრებს. იმედია, აწი ხშირად გესტუმრებით
1. უცებ, თავში კარგი აზრი დაებადა ჩვენს დიმას.
:)))))))))) უცებ, თავში კარგი აზრი დაებადა ჩვენს დიმას.
:))))))))))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|