| ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 27 თებერვალი, 2011 |
_ ვერიკო, გაიცანი, ლექსო ახალაძე, ჩემი მეგობარი, ფილოსოფოსი და ხელოვნებათმცოდნე. _ Корнет Оболенский ! _ მხედრულად მიესალმა ლექსო და ღიმილით აკოცა ხელზე ვერიკოს _ სასიამოვნოა, მე ვერიკო ვარ .” მე შენ გიცნობ, ლექსო ახალაძე, Корнет Оболенский » _ ბატონო კუკური, ეს ვერიკოა, მესამე „გენიოსი“ ჩემსა და ლექსოს შემდეგ. _ ვერიკოც ხატავს? _ კუკურიმ ცოტა ხნით გააჩერა ქალის ხელი ხელში და თავიდან ბოლომდე მუშტრის თვალით აათვალიერ-ჩაათვალიერა. _ ხან ხატავს, ხან წერს, როცა როგორ ხასიათზეა _ თემურიმ, მასპინძელმა სკამი მოართვა შემოსწრებულ ვერიკოს. _ ესე იგი დაფრინავს ?! _ გაიცინა კუკურიმ. _ ვერიკო არ დაფრინავს, ბატონო კუკური... მოდი, ვერიკო, ჩემს გვერდით დაჯექი _ დათომ ვერიკოს ხელი მოხვია _ ვერიკო სულ იქ ცხოვრობს, მაღლა და მე მგონი, იქ დაიბადა, ცაში. წარმოდგენა არა აქვს, მიწა თუ არსებობს. თან „რეკლამასაც უკეთებს, „ ნახეთ ხალხო, რა მშვენიერიაო, აქ !“... _ დაასრულა ვერიკოს დახასიათება _ ასე არ არის, ვერიკო?. ლექსომ ჭიქები შეავსო: _ "ახლა თოვს, სცრიან თეთრი ნისლები უნაზეს ფიქრის სევდიან თოვას. კარგია, როცა არავის ელი, არავის ელი და ვინმე მოვა ! " თქვენს მოსვლას გაუმარჯოს, ვერიკო. _ ლექსო, ეს ვერიკოა, რომელიც მუდმივად მენატრება, მუდმივად მაკლია. გაგიმარჯოს. იმდენჯერ მითქვამს შენი საგღეგრძელო, ახალს უკვე ვეღარაფერს გეტყვი. _ თქვა დათომ _ ყველას ვერიკო აკლია, ყველას ვერიკო ენატრება._ გაიცინა ლიზამ _ მშურს, მშურს! თეთრი შურით მშურს. ! _ ჩემო ლიზა, შური შურია, გინდ თეთრი იყოს, გინდ მწვანე, ბოლოს მაინც შავდებააა _ თქვა ლექსომ უკმაყოფილოდ. _ თქვენ გაგიმარჯოთ,ვერიკო, რაკი, დათოს ასე ყვარებიხართ_ მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა კუკურიმ ! _ კუკური _ დათო აილეწა _ ეს, ის სიყვარულია, სადაც ადამიანი მარტო ქალი და კაცი არ არის... იმ საღამოს ლექსომ ორჯერ ეკზიუპერის და სამჯერ ვერიკოს სადღეგრძელო დალია . _ რა გენაღვლება, რა, სამივე მფრინავები ხართ ! _ იცინოდა თემური. _ მფრინავებზე გამახსენდა. ზოგი დაფრინავს, ზოგი დახოხავს, ზოგს ჰგონია, რომ დაფრინავს და სინამდვილეში მიწას არ ასცილებია ერთი გოჯითაც კი. ზოგს ხორცი არ უშვებს გასაფრენად, ზოგს ჭამა უყვარს ორივე ხელით და გაფრენის ცდას აზრი არა აქვს, ისეა მიწაზე მიჯაჭვული, ზოგი ყიდის იმას, სადაც გაფრენა შეიძლება, თუმცა ცალი თვალითაც კი არ უნახავს ის, რასაც ყიდის. მოდით, ხალხო, ცას გაუმარჯოს !
უცნაური ხალხია ეს მხატვრები ! ვისთან არ მონახავენ საერთოს ! ვის არ ნახავთ მხატვრის სახელოსნოში ! მხატვრების გარდა: მუსიკოსებს, პოეტებს, მწერლებს, პოლიტიკოსებს, საქმოსნებს, უსაქმურებს, ნიჭიერებს და უნიჭოებს, კახპებს, ლოთებს, მაღალზნეობრივებს და ზედმეად უზნეოებს, ვაჭრებს, ხარაზებს და თქვენ წარმოიდგინეთ, მებარგულებსაც კი!..და არ გაინტერესებთ ერთიმეორესთან რა ურთიერთობები აქვთ?! ერთიმეორეს თქვენობით მიმართავენ და სულ „მაღალ მატერიებზე „ და ხელოვნებაზე საუბრობენ, თითქოს, მხატვრის სახელოსნო,ჯადოსნური სასახლე იყოს, სადაც ღმერთი ადამიანს ადამიანთან ათანასწორებს წარმოშობისა და მდგომარეობის მიუხედავად და ამ სასახლეში მხოლოდ ხელოვნების სიყვარულით ცხოვრობენ. აქ ერთიმეორეს თავისი შინაგანი სამყაროთი ხედავენ, გულით ხედავენ, მოკლედ, მღვდელს ჭილობში სცნობენ. თუმცა აქ ხანდახან ისეთებიც მოდიან „თქვენ გიყვართ ბრამსი?“, მაგრამ მაგნაირები მალე მიდიან.
„ Корнет Оболенский ვერ მიცანი, ნეტავ, თუ არ მიცანი?! თუმცა სულ ერთხელ შევხვდით ერთიმეორეს დათოსთან და ისიც მთელი ამდენი წლის უკან . შეიძლება ვერც მიცანი...“ _ ბატონი კუკურის სადღეგრძელო შევსვათ _ თემური უკვე მთვრალი იყო _ დღეს ჩემს სახელოსნოში ბატონი კუკური გვმასპინძლობს და მინდა ეს სადღეგრძელო განსაკუთრებით შეისვას. _ ხვალ რომ სხვა გაგიმასპინძლდეს და ბატონი კუკურიც იქ იყოს, ნეტავ ვის სადღეგრძელოს შესვამ განსაკუთრებით?! _ ლექსო, არ გინდა! _ დათომ ნანას გიტარაზე ანიშნა, დაუკარიო. კუკურის სადღეგრძელო ყველამ დალია. - თქვენც მიირთვით ჩემი სადღეგრძელო? _ ღიმილით ჰკითხა კუკურიმ ვერიკოს _ - აბა აიღეთ ჭიქა. ლექსოს რაღაც არ მოსწონდა. _ "За искренность За нежной дружбы ради Хвалью тебя, друг мой И с переди и с зади." _ გაგიმარჯოთ, ბატონო კუკური _ თქვა ვერიკომ. _ თქვენი ლექსია? _ იკითხა კუკურიმ _ ჩემი და Александр Сергеевичис _ ღიმილით უთხრა ვერიკომ. _ ვისი ?! _ Александр СергеевиЧ Пушкин-ის _ განუმარტა ვერიკომ. _ გაგონილი გექნებათ, ცნობილი კაცია, ჩემი ბავშვობის მეგობარი. _ ააა ! _ მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა კუკურიმ. _ შენი ჭირიმე ! _გაეცინა ლექსოს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ლექსო ცდილობდა ვერიკოსთვის თვალი აერიდებინა , მაგრამ არაფერი გამოდიოდა. „ ახლაც თითქმის ისევ ისეთია, როგორიც მაშინ ვნახე... ახლაც ისეთია... მხოლოდ უფრო თავდაჯერებული. მაშინ კრემისფერი კოფტა ეცვა.“ ჩვეულებრივი საღამო იყო, ჩვეულებრივი ქართული სუფრა ცოტა პათეტიკით, ცოტა ვულგარულით, სიმღერით, პოეზიით და ასე შემდეგ. ნანა მშვენივრად უკრავდა გიტარაზე, ლიზა კუკურის ეკეკლუცებოდა, კუკური ვერიკოს თვალს არ აცილებდა, თემური სვამდა, დათო ლექსოს პოეზიის არსზე ესაუბრებოდა, მაგრამ ლექსო არ უსმენდა. როგორც ქართული სუფრის წესია. _ „ რა შეაჩერებს მეტეხის მორევს, რა დააწყნარებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლებს, გულში _ სიყვარულს!!! „ მღეროდნენ. _ ეს ამ კანალიზაციით სავსე მტკვარზეა სიმღერა?! - ხრინწიანი ხმით იკითხა თემურიმ. _ ოჰ, თემურ, შენ თუ ყველაფერი არ გააფუჭე, არ შეიძლება! _ დავლიოთ, რა დროს სიმღერაა ! გოგოებო, მე თქვენ დაგხატავთ „პასტელში“. _ თემური, ენას ამოგგლეჯ.. ყურადღება აღარ მიაქციეს თემურის, ნანა ბოშურს უკრავდა. ლექსო და ვერიკო ცეკვავდნენ. ცეკვა რომ დამთავრდა, მაშინ გაეხსნა კუკურის „მეორე სუნთქვა“ : _ ვერიკო, ჩემო მშვენიერო ქალბატონო, მითხარით, სად ისურვებდით წასვლას და დღესვე, ამაღამვე წაგიყვანთ. ასეთ მომხიბვლელ ქალს ჯერ არ შევხვედრივარ. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. კუკური მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და გაიმეორა: _ რუქაზე დაადეთ ხელი და ამაღამვე იქ იქნებით. ფული მაქვს. _ ბევრი გაქვთ, ბატონო კუკური?! _ მშვიდად იკითხა ვერიკომ. _ ჩვენ გვეყოფა! თქვენ მხოლოდ რუქაზე დაადეთ ხელი! _ საქართველოს რუქაზე, ბატონო კუკური, თუ მსოფლიო რუქაზე ?! _ გაუღიმა ვერიკომ კუკური ირონიას ვერ მიხვდა, სუფრის დადუმებულ წევრებს გადახედა და ნერწყვი გადაყლაპა: _ ჯერ საქართველოს რუქაზე ჩემო მშვენიერო ქალბატონო და მერე, თუ წესიერად მოიქცევით, მსოფლიო რუქაზე. _ ბატონო კუკური ! _ ლექსო ფეხზე წამოდგა _ თქვენ ახლა, ამ წუთში მაგ „გალსტუკით“ აივნიდან გადაგკიდებთ და სულ დაგავიწყდებათ ვერიკოცა და ორივე რუქაც. _ ლექსო, არ გინდა ! _ დათომ ლექსო დასვა! _ კუკური, აქ ისე არ არის, შენ რომ გგონია! _ ლექსო, შენ წეღან ამბობდი, მეჩქარებაო, არა?! _ უცბად გამოფხიზლდა თემური. _ მეც უნდა წავიდე _ წამოდგა ვერიკო _ სად არის ჩემი პალტო ? - შენ დარჩი, რა გეჩქარება, მანქანით გაგიყვანენ. კარგით რა ! ნუ ჩამოუშვებთ ხოლმე ცხვირებს. კაცი ნასვამია და რაღაც თქვა, რა მოხდა მერე! ლექსომ თემურის არაფერი უპასუხა. _ სადაც ეგ არის, ყველგან რაღაც ხდება ! _ უკმაყოფილოდ და კუკურის გასაგონად თქვა ლიზამ ვერიკოს მისამართით. _ ახლავე მოვდივარ, უჩემოდ არ წახვიდეთ _ მიაძახა თემურიმ ოთახიდან გასულებს. _ თუ შეიძლება, მიგაცილებთ სახლამდე _ უთხრა ლექსომ ვერიკოს _ Я плохо одет, но хорошо воспитан ! _ კარგით, გამაცილეთ ! _ ვერიკო კორიდორში უკვე პალტოს იცვამდა. _ შენ რატომ უნდა გააცილო ჩემი სტუმარი ?! ჩემთან მოვიდა და მე გავაცილებ. _ კარგით, ლექსო, თემური გამაცილებს. _ " თქვენ მაპატიეთ, ცისფერი ფრაკის ჭრელი ღილები გადასასვლელზე დავკარგე ალბათ. შესანიშნავად თამაშობთ ჭადრაკს, ბედოვ ბატონო, ჩემი ძვლებისგან გათლილ ფიგურებს ელეგანტურად აცეკვებთ, მაგრამ შავია დაფა... სიკვდილივით შავია დაფა. „ სამწუხაროა, რომ რუქების ტარება ჩვევად არა მაქვს ! კარგად ბრძანდებოდეთ! _ ლექსომ კარი გაიხურა.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. მადლობა, ნეფერტარო. :) მადლობა, ნეფერტარო. :)
29. რომ გამხსენებოდა, ჯერ უნდა დამვიწყებოდა. :) ჰოდა არ დამვიწყებია, კიარადა სულ მახსოვს. განსაკუთრებით ის: " მეც მოვკვდი ოღონდ ჩემი დამარხვა დაავიწყდათო" - ვერიკო რომ ამბობს...
ძალიან კარგი ნაწარმოებია, მოულოდნელი ფინალით. თქვენი ხელწერის ინდივიდუალობით. სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ.
რომ გამხსენებოდა, ჯერ უნდა დამვიწყებოდა. :) ჰოდა არ დამვიწყებია, კიარადა სულ მახსოვს. განსაკუთრებით ის: " მეც მოვკვდი ოღონდ ჩემი დამარხვა დაავიწყდათო" - ვერიკო რომ ამბობს...
ძალიან კარგი ნაწარმოებია, მოულოდნელი ფინალით. თქვენი ხელწერის ინდივიდუალობით. სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ.
28. საიდან გაგახსენდა, ნეფერტარო. :*** ნინო ქადაგიძის დარდაკს შემოვყევი და გამიკვირდა ეს აფრიალებული წერილი. :) საიდან გაგახსენდა, ნეფერტარო. :*** ნინო ქადაგიძის დარდაკს შემოვყევი და გამიკვირდა ეს აფრიალებული წერილი. :)
27. _ რა გენაღვლება, რა, სამივე მფრინავები ხართ ! _ იცინოდა თემური. _ მფრინავებზე გამახსენდა. ზოგი დაფრინავს, ზოგი დახოხავს, ზოგს ჰგონია, რომ დაფრინავს და სინამდვილეში მიწას არ ასცილებია ერთი გოჯითაც კი. ზოგს ხორცი არ უშვებს გასაფრენად, ზოგს ჭამა უყვარს ორივე ხელით და გაფრენის ცდას აზრი არა აქვს, ისეა მიწაზე მიჯაჭვული, ზოგი ყიდის იმას, სადაც გაფრენა შეიძლება, თუმცა ცალი თვალითაც კი არ უნახავს ის, რასაც ყიდის. მოდით, ხალხო, ცას გაუმარჯოს !
+ + + როგორი სიმართლეა.
_ რა გენაღვლება, რა, სამივე მფრინავები ხართ ! _ იცინოდა თემური. _ მფრინავებზე გამახსენდა. ზოგი დაფრინავს, ზოგი დახოხავს, ზოგს ჰგონია, რომ დაფრინავს და სინამდვილეში მიწას არ ასცილებია ერთი გოჯითაც კი. ზოგს ხორცი არ უშვებს გასაფრენად, ზოგს ჭამა უყვარს ორივე ხელით და გაფრენის ცდას აზრი არა აქვს, ისეა მიწაზე მიჯაჭვული, ზოგი ყიდის იმას, სადაც გაფრენა შეიძლება, თუმცა ცალი თვალითაც კი არ უნახავს ის, რასაც ყიდის. მოდით, ხალხო, ცას გაუმარჯოს !
+ + + როგორი სიმართლეა.
26. ცოცხალი თხრობა.
ვნახოთ =) ცოცხალი თხრობა.
ვნახოთ =)
25. ეს რა მაგარი რამე ვნახე!უნდა გადავიკითხო ყველა თავი! მე-ცრემლების ზღვიდან. 2011-05-27 12:54:50
დიდი მადლობა, :) :)
ეს რა მაგარი რამე ვნახე!უნდა გადავიკითხო ყველა თავი! მე-ცრემლების ზღვიდან. 2011-05-27 12:54:50
დიდი მადლობა, :) :)
24. ეს რა მაგარი რამე ვნახე!უნდა გადავიკითხო ყველა თავი! ეს რა მაგარი რამე ვნახე!უნდა გადავიკითხო ყველა თავი!
22. გავაგრძელებ კითხვას აუცილებლად )) გავაგრძელებ კითხვას აუცილებლად ))
21. კარგად აღწერილი ტიპიური ქართული სუფრა-ქეიფი :) 555! კარგად აღწერილი ტიპიური ქართული სუფრა-ქეიფი :) 555!
20. აქ ერთიმეორეს თავისი შინაგანი სამყაროთი ხედავენ, გულით ხედავენ, მოკლედ, მღვდელს ჭილობში სცნობენ. თუმცა აქ ხანდახან ისეთებიც მოდიან „თქვენ გიყვართ ბრამსი?“, მაგრამ მაგნაირები მალე მიდიან.
ჩემთვისაც საინტერესო გარემოში ხდება მოქმედება და სასტიკად გაციებული ორი დღეა ვკითხულობ, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხ ტექსტს აქ ერთიმეორეს თავისი შინაგანი სამყაროთი ხედავენ, გულით ხედავენ, მოკლედ, მღვდელს ჭილობში სცნობენ. თუმცა აქ ხანდახან ისეთებიც მოდიან „თქვენ გიყვართ ბრამსი?“, მაგრამ მაგნაირები მალე მიდიან.
ჩემთვისაც საინტერესო გარემოში ხდება მოქმედება და სასტიკად გაციებული ორი დღეა ვკითხულობ, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხ ტექსტს
19. დიდი მადლობა, რომ კითხულობთ. ისე, ცნობისათვის ვიტყვი, რომ ეს იყო ჯერ მოთხრობა დიალოგებში. მერე გავაკეთე პიესად და ახლა ისევ გადმოვაკეთე მოთხრობად. :) :) მოთხრობის კვალობაზე "ცოტა" დიდია, მაგრამ ვინც კითხულობს, ის მაინც წაიკითხავს. :) :) :) :)
პატივისცემით: ტენდი დიდი მადლობა, რომ კითხულობთ. ისე, ცნობისათვის ვიტყვი, რომ ეს იყო ჯერ მოთხრობა დიალოგებში. მერე გავაკეთე პიესად და ახლა ისევ გადმოვაკეთე მოთხრობად. :) :) მოთხრობის კვალობაზე "ცოტა" დიდია, მაგრამ ვინც კითხულობს, ის მაინც წაიკითხავს. :) :) :) :)
პატივისცემით: ტენდი
18. ოოო,მხატვრის სახელოსნო! , ენით აუწერელ შეგრძნებას ტოვებდა ჩემზე, რა დროსაც არ უნდა , მივსულიყავი, , ჩემი ძმის, თეიმურაზის პატარა, მართლა ჯადოსნურ სახელოსნოში, რას არ ნახავდით, , ნახატი იყო თუ , სკულპტურა, ნივთი საღებავი თუ ფუნჯი, ყველაფერს მადლიანი ოქროს ხელება კაცის ხელი ეტყობოდა, , , ტენდი ცდილობს , ყოველთვის საინტერესო , ქართულად ,წელში გამართული ნაწარმოები მოგვაწოდოს, რაღაცა შეგვახსენოს და გული გაგვითბოს, თენდი მადლობა!, დაველოდები გაგრძელებას ოოო,მხატვრის სახელოსნო! , ენით აუწერელ შეგრძნებას ტოვებდა ჩემზე, რა დროსაც არ უნდა , მივსულიყავი, , ჩემი ძმის, თეიმურაზის პატარა, მართლა ჯადოსნურ სახელოსნოში, რას არ ნახავდით, , ნახატი იყო თუ , სკულპტურა, ნივთი საღებავი თუ ფუნჯი, ყველაფერს მადლიანი ოქროს ხელება კაცის ხელი ეტყობოდა, , , ტენდი ცდილობს , ყოველთვის საინტერესო , ქართულად ,წელში გამართული ნაწარმოები მოგვაწოდოს, რაღაცა შეგვახსენოს და გული გაგვითბოს, თენდი მადლობა!, დაველოდები გაგრძელებას
17.
ტენდ გენიალურ..............
ძაან მაგრად დაიწყო და ველი გაგრძელებას.........
ისე მხათვართა სახელოსნო მართლა ეგეთია :) მე მეუღლე მყავს მხატვარი და უნდა ნახო რა ჯიშის ხალხი არ ჩითავს მაგათ სახელოსნოში რააა........:)
ტენდ გენიალურ..............
ძაან მაგრად დაიწყო და ველი გაგრძელებას.........
ისე მხათვართა სახელოსნო მართლა ეგეთია :) მე მეუღლე მყავს მხატვარი და უნდა ნახო რა ჯიშის ხალხი არ ჩითავს მაგათ სახელოსნოში რააა........:)
16. ხო... მხატვრის სახელოსნო, კოსმიური მასშტაბის ქაოსია :) დგას მერე ხელებდაკაპიწებული და ქმნის გალაქტიკებს, პლანეტებს... შიგადაშიგ თანამგზავრებით... და არის ერთ ამბავში :))) ხო... მხატვრის სახელოსნო, კოსმიური მასშტაბის ქაოსია :) დგას მერე ხელებდაკაპიწებული და ქმნის გალაქტიკებს, პლანეტებს... შიგადაშიგ თანამგზავრებით... და არის ერთ ამბავში :)))
15. მომეწონა, და ველოდები გაგრძელებას!:) მომეწონა, და ველოდები გაგრძელებას!:)
14. ისიც ვერ შევასწორე ლანა, მაშინ რომ მითხარი. ყველაფერს ერთად შევასწორებ. დიდი მადლობა, ასე დაკვირვებით წაკითხვისათვის. :) :) :)
დე. :) ისიც ვერ შევასწორე ლანა, მაშინ რომ მითხარი. ყველაფერს ერთად შევასწორებ. დიდი მადლობა, ასე დაკვირვებით წაკითხვისათვის. :) :) :)
დე. :)
13. თემურიმ-თემურმა, თემურის-თემურს კუკურიც შეიძლება იგივენაირად იყოს, მაგრამ ზუსტად არ ვისი წოდებითში "კუკურ" იქნება, თუ "კუკური", ამიტომ ვერ ვიტყვი დაზუსტებით :) _ რუქაზე დაადეთ ხელი და ამაღამვე იქ იქნებით. ფული მაქვს. _ ბევრი გაქვთ, ბატონო კუკური?! _ მშვიდად იკითხა ვერიკომ. _ ჩვენ გვეყოფა! თქვენ მხოლოდ რუქაზე დაადეთ ხელი! _ საქართველოს რუქაზე, ბატონო კუკური, თუ მსოფლიო რუქაზე ?! - ეს დიალოგი ძალიან, ძალიან მომეწონა!
მო-მე-წო-ნა, დეეე! ვე-ლო-დე-ბიიი! და კიდევ, ჭა-ს მე-6-ე კომენტარს დავეთანხმებიიი! +5
თემურიმ-თემურმა, თემურის-თემურს კუკურიც შეიძლება იგივენაირად იყოს, მაგრამ ზუსტად არ ვისი წოდებითში "კუკურ" იქნება, თუ "კუკური", ამიტომ ვერ ვიტყვი დაზუსტებით :) _ რუქაზე დაადეთ ხელი და ამაღამვე იქ იქნებით. ფული მაქვს. _ ბევრი გაქვთ, ბატონო კუკური?! _ მშვიდად იკითხა ვერიკომ. _ ჩვენ გვეყოფა! თქვენ მხოლოდ რუქაზე დაადეთ ხელი! _ საქართველოს რუქაზე, ბატონო კუკური, თუ მსოფლიო რუქაზე ?! - ეს დიალოგი ძალიან, ძალიან მომეწონა!
მო-მე-წო-ნა, დეეე! ვე-ლო-დე-ბიიი! და კიდევ, ჭა-ს მე-6-ე კომენტარს დავეთანხმებიიი! +5
11. ია, ჩემო სიყვარულო ! :) ია, ჩემო სიყვარულო ! :)
10. ოჰ!ოჰ!ოჰ! რა სიამოვნება მელოდება ამ საღამოოს ?!!! ტენდის ახალი პროზა მოუცუნცულებიაოოო!!! :) :-* ეხლა მივდივარ, ბიჭების საღამოზე ვისამოვნებ და რომ მოვალ, დესერტად ეს დამხვდებააა!!! :)))) ოჰ!ოჰ!ოჰ! რა სიამოვნება მელოდება ამ საღამოოს ?!!! ტენდის ახალი პროზა მოუცუნცულებიაოოო!!! :) :-* ეხლა მივდივარ, ბიჭების საღამოზე ვისამოვნებ და რომ მოვალ, დესერტად ეს დამხვდებააა!!! :))))
9. როგორ მიყვარხართ, ვერც კი წარმოიდგენთ !!! :) :) როგორ მიყვარხართ, ვერც კი წარმოიდგენთ !!! :) :)
8. თქვენ მაპატიეთ, ცისფერი ფრაკის ჭრელი ღილები გადასასვლელზე დავკარგე ალბათ. შესანიშნავად თამაშობთ ჭადრაკს, ბედოვ ბატონო, ჩემი ძვლებისგან გათლილ ფიგურებს ელეგანტურად აცეკვებთ, მაგრამ შავია დაფა... სიკვდილივით შავია დაფა. „ :)
უჰ, Корнет Оболенский, налейте вина :)
მიყვარს თქვენი დიალოგები,მართლა მიყვარს. თქვენ მაპატიეთ, ცისფერი ფრაკის ჭრელი ღილები გადასასვლელზე დავკარგე ალბათ. შესანიშნავად თამაშობთ ჭადრაკს, ბედოვ ბატონო, ჩემი ძვლებისგან გათლილ ფიგურებს ელეგანტურად აცეკვებთ, მაგრამ შავია დაფა... სიკვდილივით შავია დაფა. „ :)
უჰ, Корнет Оболенский, налейте вина :)
მიყვარს თქვენი დიალოგები,მართლა მიყვარს.
7. სამწუხაროა, რომ რუქების ტარება ჩვევად არა მაქვს ! კარგად ბრძანდებოდეთ! _ ლექსომ კარი გაიხურა. მომწონს ლექსო...;-* სამწუხაროა, რომ რუქების ტარება ჩვევად არა მაქვს ! კარგად ბრძანდებოდეთ! _ ლექსომ კარი გაიხურა. მომწონს ლექსო...;-*
6. მიყვარს შენი სტილი...დიალოგები და დიალოგების მიღმა ხასიათები... საოცრად ქართული მოთხრობაა...კდევამოსილებით იცნობა...55555 მიყვარს შენი სტილი...დიალოგები და დიალოგების მიღმა ხასიათები... საოცრად ქართული მოთხრობაა...კდევამოსილებით იცნობა...55555
5. ძალიან ვისიამოვნე, ტენდი...
დიიიდი 5 და ველოდები გაგრძელებას.
2-3 ადგილას კორექტურაა გაპარული და გაასწორე:
1. "იმდენჯერ მითქვია შენი სა-გ-ღეგრძელო" ----->>> მითქვამს... სა-დ-ღეგრძელო
2. "გაიცინა ლიზამ _ შურს, მშურს! " ----->>> მშურს, მშურს!... ძალიან ვისიამოვნე, ტენდი...
დიიიდი 5 და ველოდები გაგრძელებას.
2-3 ადგილას კორექტურაა გაპარული და გაასწორე:
1. "იმდენჯერ მითქვია შენი სა-გ-ღეგრძელო" ----->>> მითქვამს... სა-დ-ღეგრძელო
2. "გაიცინა ლიზამ _ შურს, მშურს! " ----->>> მშურს, მშურს!...
4. მეტაც ცოცხალი თხრობაა, თითქოს იქ ხარ და ყველაფერს შენი თვალით უყურებ... უნდა დაველოდო გაგრძელებას, სხვა გზა არ არის :( მეტაც ცოცხალი თხრობაა, თითქოს იქ ხარ და ყველაფერს შენი თვალით უყურებ... უნდა დაველოდო გაგრძელებას, სხვა გზა არ არის :(
3. ძალიან საინტერესოა...მე დიდი სიამოვნებით დაველოდები გაგძელებას.... ძალიან საინტერესოა...მე დიდი სიამოვნებით დაველოდები გაგძელებას....
2. მედეა, გმადლობ, რომ კითხულობ. :) მედეა, გმადლობ, რომ კითხულობ. :)
1. თითქოს, მხატვრის სახელოსნო,ჯადოსნური სასახლე იყოს, სადაც ღმერთი ადამიანს ადამიანთან ათანასწორებს წარმოშობისა და მდგომარეობის მიუხედავად და ამ სასახლეში მხოლოდ ხელოვნების სიყვარულით ცხოვრობენ.
მართლაც ადამიანი სხვანაირი ხდება მხატვრის სახელოსნოში:) მიყვარს იქ არსებული ქაოსი,იდუმალი,საინტერესო... თითქოს, მხატვრის სახელოსნო,ჯადოსნური სასახლე იყოს, სადაც ღმერთი ადამიანს ადამიანთან ათანასწორებს წარმოშობისა და მდგომარეობის მიუხედავად და ამ სასახლეში მხოლოდ ხელოვნების სიყვარულით ცხოვრობენ.
მართლაც ადამიანი სხვანაირი ხდება მხატვრის სახელოსნოში:) მიყვარს იქ არსებული ქაოსი,იდუმალი,საინტერესო...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|