ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: იანგული
ჟანრი: პროზა
27 თებერვალი, 2011


***

  ნახევარი საათი იჯდა გაუნძრევლად მაღალ ფერდობზე. იარაღის სამზირიდან ფერდობის ქვეშ გამავალ გზას ზვერავდა.დამთავრდა მოლოდინი, ტანკის ყრუ ხმა ჯერ შორიდან მოწვდა ყურს, მერე სულ ახლოს გაიგონა როგორ ამსხვრევდა რკინის მუხლუხო ბეტონს, ერთი წუთიც არ იყო გასული რომ, ასი მეტრით მოშორებულ შენობას ტანკი გამოცდა, უკან სამი საბრძოლო მანქანა და ერთი სატვირთო მოყვებოდა.
  - მოიცადეთ!
  წაჩურჩულა რაციას და ტანკის შემდეგ მომავალი მანქანის მძღლი, მიზანში ამოიღო. 
  - ტანკი მიზანში მყავს. - გაისმა რაციაში.
  - სატვირთოს დაუმიზნეთ და ჩემ გასროლას დაელოდეთ!
  ტანკი ოდნავ გასცდა, ღრმად ჩაისუნთქა, წუთით მოეჩვენა რომ მანქანის მძღოლი მას უყურებდა და სასხლეტი დაუშვა. წამიც არ იყო გასული რომ, ტანკიც და სატვირთოც ცეცხლის ალში გაეხვიენ, გაჩერდა ქარავანი. ხუთი წუთით გამაყრუებელმა სროლის ხმამ შთანთქა დაძაბული სიჩუმე.
  - შეწყვიტეთ ცეცხლი! - არ დაემორჩილნენ. აღელვებისგან ფეხზე წამოხტა - შეწყვიტთ ცეცხლი!
  სამარისებურმა სიჩუმემ მოიცვა ბრძოლის ველი. უეცრად ერთერთი მანქანის კარი გაიღო და ჯარისკაცი გადმოვიდა.
  - არ ისროლოთ! არ ისროლოთ გთხოვთ!
თითქმის შესტირა რუსულ ენაზე. წონასწორობის დაცვა უჭირდა.
  - არ ისროლოთ! - გასცა ბრძანება მეთაურმა და ნელა დაეშვა ფერდობზე. უცებ თვალი მოკრა ტყვისაკენ მიმავალ მის ქვეშევრდომებს, სწრაფი ნაბიჯით უახლოვდებოდნენ.
  - ხელი არ ახლოთ, ბიჭო! გესმით?!
    უკვე სირბილით დაეშვა თავქვე და გახელებულ ბრბოს შეერია რომ ტყვემდე გზა გაეკვალა, რომ ვერაფერს გახდა ცემაზე გადავიდა. უცებ ყველა ჯარისკაცი ერთდრეოულად შედგა და დადუმდა. მეთაურმა ერთიც გაიბრძოლა და დასახიჩრებულ გვამს დააცქერდა.  ერთხანს იდგა თავჩაღუნული, მერე მზერა მოავლო ჯარისკაცებს. ყველას რაღაც კმაყოფილება ეხატა სახეზე.
  - აიღეთ მხოლოდ იარაღი და წავედით აქედან თორემ,თვითმფრინავი აქაურიბას ნაცარტუტად აქცევს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები