ნაწარმოებები



ავტორი: მიქაელი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2011


  ჩამოტვირთვა

პანტომიმა-ჩემი ფილოსოფია(ეძღვნება ბაჩო აბრალავას ხსოვნას)

ცხოვრება ვფიქრობ დაემსგავსა ბებერ დრამატურგს,
ჰაერი ზღუდედ გადაიქცა, გასასვლელს ვეძებ,
ხელებმა მგონი უნებურად ფიქრი დამასწრო,
თეთრი თათმანი ისევ ხატავს უცნაურ ბეზელს

და რადგან გულის აჩუყების თითქოს ოსტატი
უბრალოდ მქვია, მომართულა ჩემსკენ სინათლე,
და ბოლო სცენის დასრულებას ახლავს მოცარტი,
ცივ ოვაციას შეჩვეული მხოლოდ ვინატრებ

ქარიშხალივით მდუმარებამ გადამიაროს.
ტაშის გარეშე მაცილებენ როგორც არლეკინს.
დაგეგმილივით, უშფოთველად ვიღებ იარაღს
და შევასრულებ დრამატურგის ბინძურ დაგეგმილს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები