ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 მარტი, 2011


მიამბე სიზმრები

მომიყევი სიზმრები,
შენი სამყაროს ლამაზი და ფერადი ფიქრები,
მიამბე სიზმრებში დაწერილ ლექსებზე
ხმელი გზებით რომ იარეს ჩემამდე,
მიამბე იმ გზებზე, უხილავად რომ გინდა გაკვალო,
უმისამართო სახლზე და
არარსებული ფანჯრის მინაზე დაწერილ ჩვენს სახელებზე,
ჩამკიდე ხელი ამ გზებზე სასიარულოდ,
ერთ-გულად ვაქციოთ ჩვენი ფიქრები.
მიამბე სიზმრები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები