ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2011


ჩემს ბალღს...

შენი ლამაზი ბეჭბრტყელის
ქება ვერა ვთქვი, მეძნელა,
მაგრამ გულ-მკერდი გიხდება
ხმლის  ფხისად მისაგებელად!
მტერს არ ანახო კლდე-ზურგი,
ეგ ჩემი თვალთა ჩინია,
დაუნდობელი ხმალს დაგკრავს,
გავხდები დასაცინია!
ნახმლევ მკერდს ლოცვა განკურნავს,
ღვთისმშობლის ცრემლის  მალამო,
ნახმლევი ზურგის პატრონი
წყალმა და წყევლამ წალალოს!
ციხე შიგნიდან ამაგრე,
შენი ზურგ-ზღუდე კედლებით,
მტერს მიაგებე  წინდაწინ
შენი ხმალი და მკერდები!
------------------------------------
შენი ჭირიმე, ხანჯალო,
რა გითხრა სიტყვა საქები?
ბევრჯერ ვატირეთ მტრის დედა,
შენი ფხით ჩანაკაფები,
ბევრი ვანთხიეთ ოფლ-სისხლი,
ცხელ-ცხელი და ქაფ-ქაფები,
პირჯვარს გადვიწერ , სამთხვევლად
მუხლმოყრით დაგეწაფები!
კიდევაც დაიზრდებიან
შატილს საჯიშე ვაჟები,
ხმალ-ხანჯლის ყადრის მცოდნენი,
კაცობით ბუმბერაზები!
----------------------------------
კაცს არ იგუებს ხევსური,
თავზეით გადმომზირესა,
გულს არ გაუხსნის უწმინდურს,
არ ალახინებს დირესა.
ნუ დაუწუნებთ საუბარს,
შიგდაშიგ თქმათა მცირესა,
კარგი ყმის ცნობა-პატივით
ქვეყანას გააკვირვებსა!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები