| ავტორი: ნუცი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 მარტი, 2011 |
კითხვები არ მემორჩილებიან. კანონზომიერებას სცილდებიან და ჩემს გარეთ ტაბუირებულ სივრცეში შეჭრით მემუქრებიან. მე კი ავიზნე მორეულივით ვებრძვი რეალობას. ხან გაშმაგებით, ხან ქანცგაცლილი ვეჯაჯგურები საკუთარ მეში წარმოქმნილს და ვცდილობ ჩავჩურთო სიღრმეებში, ტვინის ლაბირინთები რომ ჰქვია. ნაპრალებში გზაარეულს დავამსგავსო. . . იქნებ მოცურდეს და იქით წავიდეს, რომელი მიმართულებით ჯერ არ განვითარებულა ადამიანური გონება. ამაოა ყველა ცდა. მებრძვის. სულიც თანდათან მძიმდება. ვატყობ როგორ ვიღლები და ვადვილდები. ,,მე" აღარ მართავს შინაგანს, პირიქით იწყებს ყველაფერი განცდას და შეგრძნებებს აღარ სცვივა პირველყოფილების სხივი. რეალობა ახლა უფრო მიმზიდველია გასაშიფრად ვიდრე გუშინ, ვინაიდან დღევანდელი გუშინდელის შედეგი არაა. საერთოდ აღარაა აღარაფერი და ისევ კითხვები. . . როდის დავმთავრდები? საიდან? საით? მერამდენედ? გარბიხარ? რისგან? სად? როგორ?ვისგან? ვინ ხააააარ? და მრჩება სათამაშო ჭოგრიტის შიგნით ბრჭყვიალა ნათებები, გარედან დიდი შავი ჩარჩოთი. ამასაც მხოლოდ ცალი თვალით შემიძლია ვუყურო, ისიც მაშინ, თუ ცის ნაგლეჯს ერთ საშუალო ზომის ხელოვნურ განათებას მიაკერევენ სარიტუალო პროცესიისათვის. სულ უცხოები, ალბათ ადრე მოიპოვეს ამის უფლება, რომელიმე საგამოცდო საგანში დაბალი ქულის მიღებისას. პროცესიის მიზეზი კი, ჭოგრიტის ბრჭყვიალა ნათებაში თავსდება.მათთვის სამუდამო დასამარებამდე, მე ვუცქერ. . . ვცდილობ აღმოვაჩინო რომელ ფერად გარდაიქმნება ფოკუსის შემობრუნების შემდეგ და დასკვნამდე, ყოველთვის აჭრიან ცის ნაგლეჯს ნათებას. ამას უკვე სხვები აკეთებენ, რომლებიც არ ისახებიან. უსახურობის გამო არა, მზე ამოდის ძალიან სწრაფად. ხმის იოგები დამეკარგა, ალბათ ამ საკანის ნესტის ბრალია. ხმის ამოღებაც რომ მინდოდეს ხავილის მეტი არაფერი გამომივა. აქ კი ასეთი ხმით ვერაფერს გახდები, ისევ სიჩუმე ჯობია. გუშინდელი დღის ჩათვლით, ერთიდაიგივეს ვჭრიდი და ვკერავდი მემილიარდედ.აი დღეს კი, თუ საერთოდ დღეა ახლა, მხოლოდ დავჭერი. . .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. შინაარსში დევს ის, რაც ვერ გავიგე, ავტორის არა, ჩემი პრობლემაა ალბად შინაარსში დევს ის, რაც ვერ გავიგე, ავტორის არა, ჩემი პრობლემაა ალბად
9. ჰმ....:) მოგზაურობა შენი ტვინის ხვეულებში ?... 5... :) ჰმ....:) მოგზაურობა შენი ტვინის ხვეულებში ?... 5... :)
8. ძალიან კარგია! მომეწონა :)=D> ძალიან კარგია! მომეწონა :)=D>
7. კარგია, ნუცი :) საინტერესოდ გადმოცემული შენი "მე" ჭოგრიტის ბრჭყვიალა ნათება - გარედან შავი ჩარჩოთი - მომეწონა :) კარგია, ნუცი :) საინტერესოდ გადმოცემული შენი "მე" ჭოგრიტის ბრჭყვიალა ნათება - გარედან შავი ჩარჩოთი - მომეწონა :)
6. საინტერესოა ნამდვილად. ნუცი, ცოტა რომ გაამარტივო, ბევრად კარგი იქნება! ეს ჩემი აზრია და არა შენიშვნა. წარმატებები:) საინტერესოა ნამდვილად. ნუცი, ცოტა რომ გაამარტივო, ბევრად კარგი იქნება! ეს ჩემი აზრია და არა შენიშვნა. წარმატებები:)
5. სათაური არ მომეწონა მაინცდამაინც და არც გაწელილი სიტყვები მიყვარს ნაწერში, მაგრამ იყო რაღაც საინტერესო :) სათაური არ მომეწონა მაინცდამაინც და არც გაწელილი სიტყვები მიყვარს ნაწერში, მაგრამ იყო რაღაც საინტერესო :)
3. საინტერესო ნაწერია...5 ცოტა გავიხლართე ლაბირინთებში,მაგრამ გავიკვლიე...:)
საინტერესო ნაწერია...5 ცოტა გავიხლართე ლაბირინთებში,მაგრამ გავიკვლიე...:)
2.
კარგი წერილია.......
ცოტა უცნაური......თუმც მე არ მიკვირს ამ უცნაურობის......
წარმატებები ავტორს.......
კარგი წერილია.......
ცოტა უცნაური......თუმც მე არ მიკვირს ამ უცნაურობის......
წარმატებები ავტორს.......
|
|
მონაცემები არ არის |
|
|