ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
10 მარტი, 2011


ნისკარტებით მოტანილი გაზაფხული

–შავ წერტილებს ხედავ ცაზე?
–ჰო, მერცხლების გუნდებია,
შორი გზიდან მოფრინავენ,
სამშობლოში ბრუნდებიან.

სიხარულით ჭიკჭიკებენ,
გულთეთრები, ფრთახატულნი,
ნისკარტებით მოაქვს ყველას
თავის წილი გაზაფხული.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები