ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2011


  ჩამოტვირთვა

ხედი შენიდან......

დე, შენი ვარდისფერი სათვალე,
საღამოსავით მშვიდი,
დილასავით ცვრიანი,
მე მაქვს..
სუნთქვა თითებში
                                      ჩამითვალე
და სულზე ქარბორბალამ გადამიარა.

ვერ გეტყვი სად არის ცრუ და
                                სად მართალი,
სად ბჟუტავს მზე და
                    ანათებს წყვდიადი....
დედი, მე შენ შვილებზე გაგცვალე
და ღრუბლებს თვალები აუწყლიანდა.

მთვარეს ფალანგები ნაკეც–ნაკეც ავათალე,
შენ, ვარსკვლავებში დამაფრთიანე.
ყველა დედაშია, მაინც, მარცვალი
თითო,
დედაკაცის
                თავსაფრიანის.

ვტირი და შფოთავს შენი საფლავი
ჩემს გამო,
გულს ზამბახებმა გადაგიარეს.
დე, შენი ვარდისფერი სათვალე
მე მაქვს... ვწერ... ვნანობ
და ღამე არის, გვიანი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები