ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2011


* * * (მშობლიური სანახები)

მშობლიური სანახები,
სიოს ძველი სურნელი,
მშობელ მიწის სიყვარულის
სენი განუკურნელი.

სიო თბილი, მოალერსე,
ახდენილი ოცნება,
რა ჯობია, როცა ღმერთი
უხვად დაილოცება.

სევდა-დარდი გაფანტული,
სიხარულით ავსება,
აქ მარხია ჩემი გული,
მთელი ჩემი არსება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები