| ავტორი: ნუცი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 12 მარტი, 2011 |
# # ##
გუშინ
დავეცი და სული გადავიყვლიფე. ტკივილისაგან გონება უსახურ სიმარტოვეში დამეკარგა და დროის შემდეგ, აზრზე მოსულმა აღმოვაჩინე, რომ სამყაროს უხორცოდ შევრჩი. მოეპარათ ჩემი ხორცი და დედიშობილიც აღარ დამტოვეს. დამრჩა მხოლოდ თვალები, რომლითაც ვხედავდი, როგორ იდღაბნებოდა უსახურება ბლანტ ქაოსად, საიდანაც სხვადასხვა სახეები იკვეთებოდა და კადრებად იშლებოდა ჩემი გაძარცვის მომენტი.
დღეს
მიწაა ადამიანის ხორცი და ახალი სხეული გამოვძერწე უსისხლძარღვო.
ხვალ
ძებნას დავუწყებ სახეებს კადრებიდან და აუცილებლად დავიბრუნებ რაც ჩემი იყო!
პოვნის შემდეგ
შენ, გაუთხრი სამყოფ გზას დედამიწის შესათვისებლად ნაპოვნ ხოცს და სისხლძარღვებს გადმომიმზეურებს მზე თავისთან ახლოს
# # # უფალო, გიღებ გულის კარს, შემოდი ჩემში! თუნდაც მზის გაბნეული სხივების დამსხვრეულ უმარტივეს ნაწილაკებით, მიწილადე შენი სითბო ყოველ დილით და მე შევეცდები დაგხვდე ცარიელი ჭურჭელი, რათა შენი მადლით ავივსო. მინდა მჯეროდეს ადამიანების. მოძღვარო,შუამავალო ჩემსა და ჩვენს უფალს შორის, შეგიძლია მითხრა, როგორ გავიყუჩო გულის ტკივილი, რომელსაც მისი უბრალოებით ვაწყდები? ან შეიძლება სულაც არაა ის უბრალო და აქაც ადამიანური რომელიმე თვისება, ჩვენი უფლისათვის მიუღებელი, მაგრამ მოსანანიებლად დატოვებული დედამიწაზე, მიბნევს თავგზას? თუმცა როცა გტკივა, თუ არა რატომ, ის დანამდვილებით იცი როგორ და უნდა მასწავლო მონანიების შემდეგ, როგორ არ უნდა მეტკინოს. ამდენი წელი ცხოვრება, ჩემი ფეხსაცმლის ქუსლივით უცნაურ ხმებს გამოსცემს, თითქოს მუსიკაა, მაგრამ ცუდი მუსიკაც ხომ მოგისმენიათ ზრდილობის გულისათვის, დასასრულს რომ ელოდები სულმოუთქმელად, თუმცა წარმოიდგინეთ, ჩემთვის ეს ქუსლი რომ მოტყდეს და მისი ჟღერადობა შეწყდეს, მეც უნდა დავმთავრდე. თქვენ თუ იცით რა შეიძლება ზრდილობის გულისათვის ლოდინის შემდეგ იყოს, მაშინ თანახმა ვარ, დაე მოენგრეს, მაგრამ. . . მამაო, ამ ფეხსაცმელით, მე ჯერ კიდევ შემიძლია მოვიდე ტაძრამდე და გათოშილი ხელებით საგულდაგულოდ მისთვის შენახული სანთელი მივაწოდო იმას, ვინც ნათლობის შემდეგ ჩემსავით არ ზიარებულა. მოძღვარო, იცით რა მინდა ისწავლოს ხალხმა? ნუ იპარავენ სხვის წილ ჰაერს, ყველას ხომ თავისი მიწისშვილი ყავს. მე ჩემი. ჩვენ ვკვებავთ და ერთმანეთს ვყოფნით. ნუ განმაცილებ უფალო მას! მოძღვარო, თქვენ იცით თითოეული ინდივიდისათვის სად და რაშია წარმატება? ალბათ ძალიან ძნელია ასეთი დაწვრილმანება და ამიტომაც დაგვიწესეს თქვენც და ჩვენც დოგმად ათი მცნება, თუმცა გონებიდან არაფერს ამოუღია ფიქრისა და განსჯის უნარი და თქვენც ცდილობთ შეისწავლოთ თქვენი სამწყსო, ყოველი აღიარების შემდეგ, რათა ნდობა და სიყვარული მოიპოვოთ, რომ ბოლომდე გენდონ, მთლიანად გაიხსნან თქვენთან და უღიარებელი არ დარჩეს ვინმეს დიდი ცოდვა. და მერე მასთან ერთად იწყებთ მონანიებას. . . მთელ ჩემს აურზაურს გონებაში იწვევს ფიქრი იმაზე, რომელია პატარა და დიდი ცოდვა იმათთაგან, რაც ჩამიდენია. ხანდახან სხეულს ვკარგავ და გონებით, რომელიღაც განზომილებაში გავდივარ. იქ სიმშვიდეა. . . . განზომილებას რაღაც პირობითად ვარქმევ, თორემ შეიძლება ეს გონების აგონიაა და სხვა არაფერი _ ტვინის რეფლექსი თვითგადარჩენაზე, სასოწარკვეთილების დროს. ვერ ვლოცულობ, ალბათ სასოწარკვეთა ამის ბრალია, თუმცა დილიდან_საღამომდე, ვცდილობ არ მოვკლა ვინმე ,,არა კაც ჰკლა"_ს ყველა ასპექტში. მერე ვწვები, თუმცა ჩემს დროს, ჩმი ორი ანგელოზი ითვლის, სიკეთესა და ბოროტებას მდინარის დინების ხან საპირისპიროდ, ხან მასთან ხლებით, ან მივყვები, ან ვებრძვი. დამლოცე მამაო! უფალო, გიღებ გულის კარს, შემოდი ჩემში!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მთლიანობაში კარგია, მოსაწონია, თუმცა ფეხსაცმელი თავის ქუსლით მეხამუშა! მთლიანობაში კარგია, მოსაწონია, თუმცა ფეხსაცმელი თავის ქუსლით მეხამუშა!
12. მთლიანად, საინტერესოდ კარგია! მთლიანად, საინტერესოდ კარგია!
11. კარგია, კარგი.
მართლა დალოცვილი იქნები! კარგია, კარგი.
მართლა დალოცვილი იქნები!
10. ძალიან კარგია!!! ნუცი, შეგეწიოს უფალი და მისი მადლით ყოვილიყავი ძალიან ბედნიერი! :) :x =D> ძალიან კარგია!!! ნუცი, შეგეწიოს უფალი და მისი მადლით ყოვილიყავი ძალიან ბედნიერი! :) :x =D>
8. წიე :D შენ იმას მიხედე, ქე რო ჩვენ რო ვიცით :D ინგლიშ ! :)) :-* წიე :D შენ იმას მიხედე, ქე რო ჩვენ რო ვიცით :D ინგლიშ ! :)) :-*
7. მტლიანად-მთლიანად მტლიანად-მთლიანად
6. უფალო, გიღებ გულის კარს, შემოდი ჩემში! მართლა კარგია :) უფალო, გიღებ გულის კარს, შემოდი ჩემში! მართლა კარგია :)
5. დავიწყე კითხვა და ...... მილიონი ჭიანჭველა სხეულს შეესია!!!!!!!!!!!!!!!!! და ასე, ბოლომდე!
მინდოდა, ჩემთვის განსაკუთრებული მომენტები მომენიშნა და ამომეკოპირებინა! ვერ.......! მტლიანად ნაწერის ჩასმა მომიწევდა მაშინ!!!!
აქ მოდით და წაიკითხეთ :) დავიწყე კითხვა და ...... მილიონი ჭიანჭველა სხეულს შეესია!!!!!!!!!!!!!!!!! და ასე, ბოლომდე!
მინდოდა, ჩემთვის განსაკუთრებული მომენტები მომენიშნა და ამომეკოპირებინა! ვერ.......! მტლიანად ნაწერის ჩასმა მომიწევდა მაშინ!!!!
აქ მოდით და წაიკითხეთ :)
4. უფალო, გიღებ გულის კარს, შემოდი ჩემში! უფალო, გიღებ გულის კარს, შემოდი ჩემში!
3. როგორ ჩამითრევს ხოლმე ასეთი ნაწერები... საინტერესოია სხვისი სამყაროს თვარიელება... როგორ ჩამითრევს ხოლმე ასეთი ნაწერები... საინტერესოია სხვისი სამყაროს თვარიელება...
2. საინტერესო და ემოციური ჩანაწერია.. საინტერესო და ემოციური ჩანაწერია..
1. უფალო, გიღებ გულის კარს, შემოდი ჩემში! თუნდაც მზის გაბნეული სხივების დამსხვრეულ უმარტივეს ნაწილაკებით, მიწილადე შენი სითბო ყოველ დილით და მე შევეცდები დაგხვდე ცარიელი ჭურჭელი, რათა შენი მადლით ავივსო. მინდა მჯეროდეს ადამიანების. მოძღვარო,შუამავალო ჩემსა და ჩვენს უფალს შორის, შეგიძლია მითხრა, როგორ გავიყუჩო გულის ტკივილი, რომელსაც მისი უბრალოებით ვაწყდები? ან შეიძლება სულაც არაა ის უბრალო და აქაც ადამიანური რომელიმე თვისება, ჩვენი უფლისათვის მიუღებელი, მაგრამ მოსანანიებლად დატოვებული დედამიწაზე, მიბნევს თავგზას? თუმცა როცა გტკივა, თუ არა რატომ, ის დანამდვილებით იცი როგორ და უნდა მასწავლო მონანიების შემდეგ, როგორ არ უნდა მეტკინოს. ამდენი წელი ცხოვრება, ჩემი ფეხსაცმლის ქუსლივით უცნაურ ხმებს გამოსცემს, თითქოს მუსიკაა, მაგრამ ცუდი მუსიკაც ხომ მოგისმენიათ ზრდილობის გულისათვის, დასასრულს რომ ელოდები სულმოუთქმელად, თუმცა წარმოიდგინეთ, ჩემთვის ეს ქუსლი რომ მოტყდეს და მისი ჟღერადობა შეწყდეს, მეც უნდა დავმთავრდე. თქვენ თუ იცით რა შეიძლება ზრდილობის გულისათვის ლოდინის შემდეგ იყოს, მაშინ თანახმა ვარ, დაე მოენგრეს, მაგრამ. . . მამაო, ამ ფეხსაცმელით, მე ჯერ კიდევ შემიძლია მოვიდე ტაძრამდე და გათოშილი ხელებით საგულდაგულოდ მისთვის შენახული სანთელი მივაწოდო იმას, ვინც ნათლობის შემდეგ ჩემსავით არ ზიარებულა. მოძღვარო, იცით რა მინდა ისწავლოს ხალხმა? ნუ იპარავენ სხვის წილ ჰაერს, ყველას ხომ თავისი მიწისშვილი ყავს. მე ჩემი. ჩვენ ვკვებავთ და ერთმანეთს ვყოფნით. ნუ განმაცილებ უფალო მას!
555 უფალო, გიღებ გულის კარს, შემოდი ჩემში! თუნდაც მზის გაბნეული სხივების დამსხვრეულ უმარტივეს ნაწილაკებით, მიწილადე შენი სითბო ყოველ დილით და მე შევეცდები დაგხვდე ცარიელი ჭურჭელი, რათა შენი მადლით ავივსო. მინდა მჯეროდეს ადამიანების. მოძღვარო,შუამავალო ჩემსა და ჩვენს უფალს შორის, შეგიძლია მითხრა, როგორ გავიყუჩო გულის ტკივილი, რომელსაც მისი უბრალოებით ვაწყდები? ან შეიძლება სულაც არაა ის უბრალო და აქაც ადამიანური რომელიმე თვისება, ჩვენი უფლისათვის მიუღებელი, მაგრამ მოსანანიებლად დატოვებული დედამიწაზე, მიბნევს თავგზას? თუმცა როცა გტკივა, თუ არა რატომ, ის დანამდვილებით იცი როგორ და უნდა მასწავლო მონანიების შემდეგ, როგორ არ უნდა მეტკინოს. ამდენი წელი ცხოვრება, ჩემი ფეხსაცმლის ქუსლივით უცნაურ ხმებს გამოსცემს, თითქოს მუსიკაა, მაგრამ ცუდი მუსიკაც ხომ მოგისმენიათ ზრდილობის გულისათვის, დასასრულს რომ ელოდები სულმოუთქმელად, თუმცა წარმოიდგინეთ, ჩემთვის ეს ქუსლი რომ მოტყდეს და მისი ჟღერადობა შეწყდეს, მეც უნდა დავმთავრდე. თქვენ თუ იცით რა შეიძლება ზრდილობის გულისათვის ლოდინის შემდეგ იყოს, მაშინ თანახმა ვარ, დაე მოენგრეს, მაგრამ. . . მამაო, ამ ფეხსაცმელით, მე ჯერ კიდევ შემიძლია მოვიდე ტაძრამდე და გათოშილი ხელებით საგულდაგულოდ მისთვის შენახული სანთელი მივაწოდო იმას, ვინც ნათლობის შემდეგ ჩემსავით არ ზიარებულა. მოძღვარო, იცით რა მინდა ისწავლოს ხალხმა? ნუ იპარავენ სხვის წილ ჰაერს, ყველას ხომ თავისი მიწისშვილი ყავს. მე ჩემი. ჩვენ ვკვებავთ და ერთმანეთს ვყოფნით. ნუ განმაცილებ უფალო მას!
555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|