უძველეს დროში ერთ ულამაზეს ველზე მეგობრულად ცხოვრობდნენ ცხოველები: მტაცებლებიც და ბალახისმჭამელნიც, გულადებიც და მშიშრებიც, დიდებიც და პატარებიც. ველზე ათასგვარი მცენარე ხარობდა. ამ ადგილის დედოფალი სიყვარული ბრძანდებოდა და ამიტომაც იყო ყველაფერი ასე მშვენიერი. ველის ყველა მცხოვრებს ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ მათ შორის გამორჩეულნი იყვნენ ვეფხვი და ზებრა. მაშინ ვეფხვი მთლად ჩალისფერი იყო, ზებრა კი თეთრი. ერთ დილას გაიღვიძეს ველის მცხოვრებლებმა და...საკვირველი რამ დაინახეს. ველის განაპირას ძალიან, ძალიან ლამაზი და უცხო ბუჩქი ამოსულიყო, რომელსაც გრძელი, შოლტივით მოქნილი, შავზე შავი ფოთლები ჰქონდა. ნიავის შემოქროლვაზე ეს უცნაური ფოთლები ისე ირხეოდნენ, თითქოს ცეკვავდნენ და თან ტაშსაც უკრავდნენ. გაოცებული ცხოველები ნელ-ნელა მიუახლოვდნენ, გამოლაპარაკება სცადეს, მაგრამ მცენარე დუმდა, მხოლოდ ფოთლები თუ აცეკვდებოდნენ ნიავთან ერთად. ცხოველებს მალე მობეზრდათ უენო მცენარის ცქერა და დაიფანტნენ, მხოლოდ განუყრელი მეგობრები დარჩნენ ბუჩქთან. -რა უცხოა...- აღტაცებით წამოიძახა ზებრამ. -დიახ, ულამაზესია- დაუდასტურა ვეფხვმა. -ძალიან მომწონს- წაიჩურჩულა ზებრამ. -მე კი...მგონი შემიყვარდა კიდეც- დაირცხვინა ვეფხვმა. ყოველ დილით აკითხავდნენ მეგობრები ბუჩქს. ფოთლებიც შეეჩვივნენ მათ და გამოჩენისთანავე სიხარულით უნიავოდაც აცეკვდებოდნენ ხოლმე. თანდათან უფრო იხიბლებოდნენ და სიყვარული უძლიეერდებოდათ ზებრასა და ვეფხვს. გავიდა ფერადი გააფხული, ცხელი ზაფხული. მოვიდა მსუყე შემოდგომა და ნელ-ნელა მოიწყინეს ფოთლებმა. -რა ხდება? რამე გაწყენინეთ?- ეკითხებოდნენ ზებრა და ვეფხვი, მაგრამ ფოთლები ჩუმად ამოიოხრებდნენ მხოლოდ. ერთ დილით კი მეგობრებს ფოთლები მიწაზე უსიცოცხლოდ დაფენილები დახვდნენ. -ჩემი საყვარელი ფოთლები...- ატირდა ზებრა. -როგორ გავძლოთ მათ გარეშე...-ამოიოხრა ვეფხვმა. “მათ სიყვარული გადაარჩენს”- ჩაესმათ ხმა. გაოცებულებმა მიმოიხედეს. “თუ მართლა გიყვართ უკვდავყოფთ”,- გაიმეორა იმავე ხმამ. -ეს ჩვენი დედოფლის ხმაა- ჩაიჩურჩულა ზებრამ. -როგორ? როგორ გადავარჩინოთ? – წამოიძახა ვეფხვმა. “გულს უსმინეთ ...”-მოესმათ შორიდან. ჯერ ერთმანეთს შეხედეს გაოცებულებმა, მერე უმწეოდ დაყრილ ფოთლებს. უცებ ზებრამ ერთი მოწყვიტა და ყელზე შემოიხვია. მას ვეფხვმაც მიბაძა. მორიგეობით შემოიხვიეს ეს გრძელი ფოთლები თავზე, ტანზე, ფეხებზე, კუდზე და ბოლო ფოთოლს ორივე ერთად დაწვდა. - ჩემია- მოქაჩა ზებრამ. -არა, ჩემია- წამოიღრინა ვეფხვმა. -მე უფრო მიყვარდა- აყვირდა ზებრა. -არა, მე- კბილები დაკრიჭა ვეფხვმა და ზებრამაც დრო იხელთა. დაითრია ფოთოლი და გაიქცა. გაბრაზებული ვეფხვი დასაჭერად გამოუდგა, მაგრამ უშედეგოდ. იმ დღის მერე გაუჩნდათ ზებრასა და ვეფხვს შავი ზოლები, მაგრამ უკვე აღარ მეგობრობენ, რადგან ახსოვს ვეფხვს, როგორ წაართვა მის წინაპარს ბოლო ფოთოლი ზებრის წინაპარმა და როგორც კი თვალს მოჰკრავს სადმე ზებრას, ეგრევე დასაჭერად გამოუდგება ხოლმე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ვიკიპედიიდან გავიგე, რომ ზებრა ნამდვილად თეთრია შავი ზოლებით :) ე.ი. პატარებს არასწორ ინფორმაციას არ ვაწვდი:) ზაზა, მგონი ვუპასუხე შენს კითხვას.
"როგორც ყველა ზებრა, მთის ზებრაც თეთრი შეფერილობისაა შავი ზოლებით, იშვიათად თეთრი მუქი ყავისფერი ზოლებითაც. დიდ მთებში მათი სხეულის სიგრძე 2.2 მეტრია. მხარბეჭის სიმაღლე 1-დან 1.4 მეტრამდეა. მათი წონა დაახლოებით 240 კგ-დან 372 კგ-მდეა." ვიკიპედიიდან გავიგე, რომ ზებრა ნამდვილად თეთრია შავი ზოლებით :) ე.ი. პატარებს არასწორ ინფორმაციას არ ვაწვდი:) ზაზა, მგონი ვუპასუხე შენს კითხვას.
"როგორც ყველა ზებრა, მთის ზებრაც თეთრი შეფერილობისაა შავი ზოლებით, იშვიათად თეთრი მუქი ყავისფერი ზოლებითაც. დიდ მთებში მათი სხეულის სიგრძე 2.2 მეტრია. მხარბეჭის სიმაღლე 1-დან 1.4 მეტრამდეა. მათი წონა დაახლოებით 240 კგ-დან 372 კგ-მდეა."
7. მეც მაინტერესებდა როგორი იყო ზებრას კანის ფერი და დაწერამდე ვიკითხე, ბიოლოგმა მიპასუხა, თეთრი შავი ზოლებითო..:( მეც მაინტერესებდა როგორი იყო ზებრას კანის ფერი და დაწერამდე ვიკითხე, ბიოლოგმა მიპასუხა, თეთრი შავი ზოლებითო..:(
6. მშვენიერია :) კიპლინგი გამახსენა :) მშვენიერია :) კიპლინგი გამახსენა :)
4. ლამაზია, კარგია ლამაზია, კარგია
3. სად როგორ, ზაზა...ტურაშვილისთვის რომ უკითხავთ ამერიკაში ("ამერიკულ ზღაპრებში" წერს) ზებრა რა ფერიაო, (ტოგოელმა მწერალმა, ვეკა ალაჯდიმ ჰკითხა) უპასუხია, თეთრია და შავი ფერის ზოლები აქვსო... აფრიკელებისთვის კი პირიქით ყოფილა... ასე რომ, აფრიკელი ბავშვებისთვის ვერ ვთარგმნით ამ ზღაპარს:) სად როგორ, ზაზა...ტურაშვილისთვის რომ უკითხავთ ამერიკაში ("ამერიკულ ზღაპრებში" წერს) ზებრა რა ფერიაო, (ტოგოელმა მწერალმა, ვეკა ალაჯდიმ ჰკითხა) უპასუხია, თეთრია და შავი ფერის ზოლები აქვსო... აფრიკელებისთვის კი პირიქით ყოფილა... ასე რომ, აფრიკელი ბავშვებისთვის ვერ ვთარგმნით ამ ზღაპარს:)
2. საინტერესოა ზებრას კანი სინამდვილეში რა ფერია , ანუ თეთრი კანი აქვს შავი ზოლებით, თუ შავი თეთრი ზოლებით:D:D ერთობ ნაყოფიერი კითხვაა:D
+ + საინტერესოა ზებრას კანი სინამდვილეში რა ფერია , ანუ თეთრი კანი აქვს შავი ზოლებით, თუ შავი თეთრი ზოლებით:D:D ერთობ ნაყოფიერი კითხვაა:D
+ +
1. ლამაზია და საინტერესო. მოეწონებათ პატარებს! +5 ლამაზია და საინტერესო. მოეწონებათ პატარებს! +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|