 | ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2008 |
(საკუთარ თავს)
დრომ მწუხრისფერი დაგრია ხელი, სულს დაფენია სიყვითლე ობის, ასეა, როცა ვიღაცას ელი, ასეა, როცა არავინ მოდის. წელთა გადაღმა მაისებს გავდი, დღეს ძარღვებს გივსებს მძიმე ქაოსი, ასეა, როცა ხარ მწუხრის ლანდი, მეფე მუზების სასაფლაოსი. ხარ უქარობით ბედი აფრების, დაშრეტილ თვალთა უშუქი მზერა, ასეა, როცა გჯერა ზღაპრების, იცი ტყუვდები, და... მაინც გჯერა. ასეა, როცა შეშლილ ძახილზე გპასუხობს ექო ხავსიან ლოდის... ასეა, როცა ისიც გახიზნეს, და არც სიკვდილი არსაით მოდის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ძალიან მაგარი ხარ ლევან, ძმაო! ძალიან მაგარი ხარ ლევან, ძმაო!
18. "დრომ მწუხრისფერი დაგრია ხელი, სულს დაფენია სიყვითლე ობის, ასეა, როცა ვიღაცას ელი, ასეა, როცა არავინ მოდის. წელთა გადაღმა მაისებს გავდი, დღეს ძარღვებს გივსებს მძიმე ქაოსი, ასეა, როცა ხარ მწუხრის ლანდი, მეფე მუზების სასაფლაოსი."
+5 "დრომ მწუხრისფერი დაგრია ხელი, სულს დაფენია სიყვითლე ობის, ასეა, როცა ვიღაცას ელი, ასეა, როცა არავინ მოდის. წელთა გადაღმა მაისებს გავდი, დღეს ძარღვებს გივსებს მძიმე ქაოსი, ასეა, როცა ხარ მწუხრის ლანდი, მეფე მუზების სასაფლაოსი."
+5
16. kai, ena dameba, dameba. xelebs raga mouvida komentaris daweraze rom kankalebs? magaria, isev ase davwer. 55555555555555555555555555555555 kai, ena dameba, dameba. xelebs raga mouvida komentaris daweraze rom kankalebs? magaria, isev ase davwer. 55555555555555555555555555555555
15. ეხ , მაგან დამანგრია ეხ , მაგან დამანგრია
12. ასეა, როცა გჯერა ზღაპრების, იცი ტყუვდები, და... მაინც გჯერა. ასეა, როცა შეშლილ ძახილზე გპასუხობს ექო ხავსიან ლოდის... ასეა, როცა ისიც გახიზნეს, და არც სიკვდილი არსაით მოდის.
:-* ასეა, როცა გჯერა ზღაპრების, იცი ტყუვდები, და... მაინც გჯერა. ასეა, როცა შეშლილ ძახილზე გპასუხობს ექო ხავსიან ლოდის... ასეა, როცა ისიც გახიზნეს, და არც სიკვდილი არსაით მოდის.
:-*
11. ოჰო, კაცურ კაცს გაუმარჯოს. :) ოჰო, კაცურ კაცს გაუმარჯოს. :)
10. "ასეა, როცა ვიღაცას ელი, ასეა, როცა არავინ მოდის."...
ჩემი ლექსი გამახსენდა:
"ძნელია, როცა ელი რაღაცას და არ კი იცი რას ან ვის ელი... როცა მძიმდება სიმარტოვეში მოლოდინისკენ გაწვდილი ხელი!"
კარგია, ლევან! 5 "ასეა, როცა ვიღაცას ელი, ასეა, როცა არავინ მოდის."...
ჩემი ლექსი გამახსენდა:
"ძნელია, როცა ელი რაღაცას და არ კი იცი რას ან ვის ელი... როცა მძიმდება სიმარტოვეში მოლოდინისკენ გაწვდილი ხელი!"
კარგია, ლევან! 5
9. როგორც მახსოვს, ეს ლექსი თავად ამ კარგი პოეტის წაკითხული მომისმენია. მომწონს და კიდევ, მომწონს! როგორც მახსოვს, ეს ლექსი თავად ამ კარგი პოეტის წაკითხული მომისმენია. მომწონს და კიდევ, მომწონს!
8. ძალიან მომეწონა. :) ძალიან მომეწონა. :)
7. 4! ასეა, როცა ხარ მწუხრის ლანდი, მეფე მუზების სასაფლაოსი. 4! ასეა, როცა ხარ მწუხრის ლანდი, მეფე მუზების სასაფლაოსი.
6. ობი-მომწვანო, მოცისფრო მეგონა... 4 ობი-მომწვანო, მოცისფრო მეგონა... 4
5. ასეა, როცა ვიღაცას ელი, ასეა, როცა არავინ მოდის.
კარგია როცა არავის ელი,არავის ელი და მაინც მოვა ;) ბეექ...;;) ასეა, როცა ვიღაცას ელი, ასეა, როცა არავინ მოდის.
კარგია როცა არავის ელი,არავის ელი და მაინც მოვა ;) ბეექ...;;)
4. ჰეიიი,ბაქააარ, გადაეცი ლევანასა მოკითხვაი და ლექსი შესანიშნავიაოოოო...:) ჰეიიი,ბაქააარ, გადაეცი ლევანასა მოკითხვაი და ლექსი შესანიშნავიაოოოო...:)
3. კაი კაცი.
5555 კაი კაცი.
5555
2. ეს ლევანას სხვა ლექსებთან შედარებით..ნაკლებად.მხოლოდ 4 ეს ლევანას სხვა ლექსებთან შედარებით..ნაკლებად.მხოლოდ 4
1. ასეა, როცა გჯერა ზღაპრების, იცი ტყუვდები, და... მაინც გჯერა.
მგონი სიკეთეა ეგ... ადამიანურობა. ასეა, როცა გჯერა ზღაპრების, იცი ტყუვდები, და... მაინც გჯერა.
მგონი სიკეთეა ეგ... ადამიანურობა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|