ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭორფლიანი გოგოო
ჟანრი: პროზა
18 მარტი, 2011


ვარ თქვენს მიღმა,ჩემთან.


_ეს ბავშვი ჭკუიდან შემშლის მალე თავისი მონოტონური ჩურჩულით: "დედა მინდა,დედა მინდა...."
_ნამდვილად,სხვების ტირილს შეჩვეულები ვართ უკვე,ეს საშინელი არსება კი ხმის ტონსაც არ წევს მაღლა,მუდამ სხვებისგან განზეა,ზის იატაკზე და გაშტერებული მზერით ბუტბუტებს.
_ კიდევ კარგი,აქ ყველა ასეთი არააა.
_მგონი,ტირილის და თამაშის უნარი აქვს დაკარგული_დაასკვნა მეორემ და ახალი თვალი ამოუყვანა ნაქსოვს.



_დეე,მოდი ჩაგაცვა,ხომ ხედავ,მფრინავი ცხენი ახატია.როცა ყველაზე მეტად მოგენატრები,ცხენს უთხარი და გამოგაფრენს სახლში

 
  კადრებად იცვლებოდა ტანსაცმელი,გარემო,დრო.ადამიანები(ც),მოთხოვნილებები საკუთარი თავის და სხვათა მიმართ,შეგრძნებები,სურვილები.
  რჩებოდა მუდმივი სიმარტოვის განცდა,ძიება საკუთარი თავის და უპასუხო კითხვები,რადგან პასუხებამდე ძილი მოდიოდა და შლიდა...და შლიდა.შლიდა შეკითხვებს .


  გოგო მიდიოდა მზესთან,იღებდა ემბრიონის პოზას და ტიროდა.მერე დამშვიდებული,გაყინული მზერით და მოღიმარი მიმიკით ბრუნდებოდა სათამაშოებთან.ეძებდა შეგრძნებებს.


    დაწოლისას ყოველთვის ფიქრობდა,თამაშის გამო ეყინებოდა მზერა თუ პირველი ტკივილის და მარტო დარჩენის გამო,ფიქრობდა და პასუხამდე ეძინებოდა ხოლმე.
  ღლიდა თამაში.





_კი,მე მიყვარს ჩემი თავი,ძალიან. დაარქვი თუნდაც ეგოიზმი..მე რაიმე სხვა სახელს გამოვუძებნიდი,ახალს._და მწარე ყავა მოსვა
_მიზეზი?_ და თვალებით თვალებში ჩაშტერება.
_ალბათ,როცა უამრავჯერ გადაგივლიან და ფეხებს შენს თვალებში გაიწმენდენ,შენც მიხვდები,როგორ გყვარებია საკუთარი თავი_ და მზერა გაუსწორა
_გაჩერდი,ნუ..._კაცის თვალები საკუთარ ფეხსაცმელებს აღიქვამდა მხოლოდ.
_და ყველაზე მეტად,პირველი გადათელვა გეხსომება,დავიწყების უამრავი მცდელობის მიუხედავად.
_ტკივილს გაუზრდიხარ,იცი?
_მე შენ აუცილებლად გიღალატებ,ოღონდ არა კაცთან...არ არიან ამის ღირსები
_თვალები აკონტროლე,ვკითხულობ_შეაწყვეტინა კაცმა.
_ვიცი და იმიტომაც ხედავ ზიზღს_ჩაიღიმილა ქალმა
_ნუ დამასუსტებ,ძლიერი გჭირდები
_მაშინ რომ გამიშვი,ფიქრობდი,რომ ოდესმე ისევ ერთად ვიქნებოდით?
_მიყვარხარ... მიყვარხარ.  მიყვარხარ
_რას გაურბიხარ ამ სიტყვებს მიღმა?_ღიმილიან შეკითხვას ცრემლით სავსე თვალები აბათილებდა.
_შენ ეგ თვისება დაგახრჩობს შიგნიდან.
_შენ კი ამ თვალების ვერ დავიწყება_ღიმილი,ამჯერად გამარჯვების უფრო
ფეხზე წამომდგარი კაცისკენ დაიხარა და ყურთან უჩურჩულა:
_შენ სხვა ადამიანის გამო მნახე დასუსტებული,ცრემლიანიც და მიმიღე.მზად ხარ,გააბათილო შენგან დატოვებული ტკივილი?
_ძალა შენშია,ვიპოვოთ.
_წამო.....................  :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები