ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
20 მარტი, 2011


სიდონია (მარი ჩიკვილაძის ქალიშვილს)

ფრთახატულა პეპელაა,
ბუთხუზა და პაწია,
ის უნაზეს კესანეს ჰგავს,
როს ცისფერი აცვია.

მზის სხივები დახვევია
თავზე თმების კონებად,
მის თვალებში ცა იცინის,
როცა ჩაგეკონება.

ჩვენს სიცოცხლეს ალამაზებს,
ხვალის რწმენა არიო,
ჩვენი ფუძის დედოფალი,
სიდონია ქალიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები