ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
21 მარტი, 2011


ნიჟარების დისტრიბუტორი

  / მერაბ ჯიხაძეს /


  ზღვასთან მიდის და ჩერდება ყოველთვის მარტო და ეული...
  ზღვა სულია მისი – სილურჯე... რამდენი მზე და რამდენჯერ ჩაენთო მასში, ჩაენთო და დაგროვდა, დაგროვდა და მოსჩანს!!!
  ოდესმე ზღვიდან გამოხედავს დედამიწას და მოივლის ქალაქებს!!! უამრავ ქალაქს მოივლის,მაგრამ ყველგან იქნება – „თვითონ“!!!
  ნაკვთები ფიქრებად ეღარება...
მისი თვალების აბორიგენია ზღვა – ფიქრის და ღელვის...
  ხანდახან მზის ჩასვლამდე ასწრებს თუნდაც ერთი ნიჟარის პოვნას და ქალაქში გამობრუნებას...
  გულის ჯიბეში ნადები ნიჟარა ეძებს დღის „მარტოობას“,დღის „გასამხნევებლს“,დღის „გასათბობს“ და „შეციებულს“...
და როცა ნახავს – ღიმილით, თბილი ხელით გაწვდილი მოძიებული  – ასხივოსნებს დღის „მარტოობას“,დღის „გასამხნევებლს“,დღის „გასათბობს“ და „შეციებულს“...
  სითბური კავშირი დამყარებულია...
  *  *  *
ქალაქში დაზამთრდა...
სისველეს მიჩვული ქუჩები სულაც არ განიცდის უადამიანობას...
„დადიან...ხარობენ...იცინიან...“ ნიჟარებასხმულად ძლიერები...
ზოგს ერთი აქვს, ზოგს ბევრად მეტი – ზოგსაც არც ერთი - ჯერ……
ის ზღვასთან დგას – უთვალავმზეჩანთებული, თვალებზღვაგააბორიგენებული და ეძებს ...
ოდესმე ზღვიდან გამოხედავს დედამიწას და მოივლის ქალაქებს!!! და დრო და სივრცე თუ დააცდის,მთელი სამყარო ნიჟარებასხმულად ძლიერი გახდება!!!
ეს,ის არის – ნიჟარების დისტრიბუტორი...
მე ორი  მაჩუქა – ორი დღის გასათბობ–მოსაგონებლად!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები